უკრაინაში ვითარების ესკალაციის მიუხედავად კიევი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საგანგებო ზომების მიღების შემთხვევაში უკრაინა სამხედრო დახმარებას ვერცერთი სახელმწიფოსგან ვერ მიიღებს.
საპორტო ქალაქ მარიუპოლის მახლობლად კი ამჟამად 60 ტანკია მობილიზებული, რომლებიც მზად არიან ქალაქისკენ დაიძრან. თვითგამოცხადებული, დონეცკის სახლახო რესპუბლიკის ლიდერი ადასტურებს, რომ მათ მხარეს 3 ათასამდე რუსი მოხალისე იბრძვის.
გუშინდელ შეტაკებებს 15 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა დონეცკში.
„ჩემი შეფასებით ეს ჯერ არ არის სრულმასშტაბიანი იერიში, რამდენიმე შეტაკება იყო სახელმწიფო საზღვართან, რომელშიც ტერორისტების მხარეს რუსეთიდან შემოსული სამხედროები იბრძოდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე არ მაქვს საფუძველი ვისაუბრო მასშტაბურ იერიშზე“,- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეტეიმ.
მასალის გამოყენების პირობები






