,,პარასკევს დილით მე ვიყავი ბედნიერი, ვალაგებდი ბარგს ფსკოვში, სახლში გასამგზავრებლად. სადილისთვის ყველაფერი მოიშალა. მე ვარ უფსკრულის პირას - ერთ მხარეს ჩვენი ბედნიერი ცხოვრება, ხოლო მეორე მხარეს - სიცარიელე. ილოცეთ ყველამ ჩემი ერთადერთი სიყვარულისთვის - ანტონისთვის. როგორ შეიძლება ასეთი მოხდეს? ის აღარ არის!“, - წერს მედესანტეს მეუღლე სოციალურ ქსელში 24 აგვისტოს.
თავად ანტონ კოროლენკოს სოციალური ქსელი გაუქმებულია.
შეგახსენებთ, რომ 24-25 აგვისტოს მედიაში გაჟონა ინფორმაციამ მედესანტეების ,,საიდუმლო დაკრძალვის“ შესახებ. ნათესავები და ოფიციალური სტრუქტურები მათი გარდაცვალების შესახებ სდუმან. ხოლო საფლავებზე მითითებულია დაღუპვის თარიღი - 20 აგვისტო. ჟურნალისტების მოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ დაღუპული მედესანტეები ბოლოჯერ სოციალურ ქსელში შემოვიდნენ 16 აგვისტოს. სულ უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, 76-ე დივიზია ,,საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულებისა და პირადი შემადგენლობის გმირული მოქმედების გამო“ დაჯილდოებულია სუვოროვის ორდენით. ამასთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების მეთაური სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა ფსკოვში.
მასალის გამოყენების პირობები






