,,ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ: რუსეთო, შეაჩერე კონფლიქტი - რუსეთს არ ესმის. დღესაც ვამბობთ, როდესაც ჯარისკაცები, ტანკები, საზენტიო დანადგარები სეპარატისტებთან ერთად იბძრვიან, მაგრამ რუსეთი დღესაც არ ისმენს. ნაცვლად იმისა, მოუსმინოს მოთხოვნებს მსფოლიო თანამეგობრობის აქ უშიშროების საბჭოზე, ყველაფერს ამბობენ, გარდა სიმართლისა. უნდა უყუროთ მათ მოქმედებას და არ უნდა უსმინოთ მათ სიტყვებს“, - დასძინა სამანტა პაუერმა.
,,მაშინ, როდესაც პრეზიდენტი პუტინი ლაპარაკობდა სისხლისღვრის შეჩერებაზე, იმ დღესვე თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები აფიქსირებენ დონეცკის ოლქში რუსულ სამხედრო ნაწილებს, აგრეთვე იქნენ დაკავებული რუსი ჯარისკაცები. რუსეთი ამბობს, რომ იქ შემთხვევით მოხვდნენ. რუსეთმა გამოიყენა სისტემა გრადი უკრაინელების წინააღმდეგ და საბოლოოდ, გააგზავნა უკრაინაში რუსი სამხედროები. ჩვენ ვხედავთ არტილერიას, რომელიც ადრე არ იყო უკრაინის ტერიტორიაზე, ვხედავთ საზენიტო დანადგარებს. სეპარატისტების ლიდერი აცხადებს, რომ მათ 3-4 ათასი რუსი ჯარისკაცი შეუერთდა. მოგვიანებით განაცხადა, რომ ისინი არიან შვებულებაში, მაგრამ თან აქვთ ის იარაღი, რომელიც არის სახელმწიფო საკუთრება. რუსეთში მარხავენ რუს ჯარისკაცებს, მაგრამ მიუხედავად ყველაფერ ამისა, რუსეთი აცხადებს, რომ მისი ჯარისკაცები არასოდეს ყოფილან დონბასში. რუსეთი ადრეც აცხადებდა, რომ მისი არმია არ არის ყირიმში მანამ, სანამ არმიამ, რომელიც არ იყო ყირიმში არ მოახდინა ყირიმის ანქსია“, - აღნიშნა სამანტა პაუერმა.
,,უკრაინა მუდმივად ცდილობს დეესკალაციას. პრეზიდენტი პოროშენკო ჩავიდა მინსკში. პრეზიდენტი პუტინი არ აღიარებდა, რომ რუსეთმა მოამზადა, შეაიარაღა და თვითონ შეურთდა სეპარატისტებს აღმოსავლეთში. ნიღბები აფრიალდნენ და რუსეთმა აჩვენა, რას აკეთებს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები






