„ ჩვენ ვვომობთ უკრაინასთან, ეს ნამდვილად ასეა, ვაგზავნით იქ ჯარისკაცებს და ტექნიკას, უკრაინელები იბრძვიან კარგად , მაგრამ უკან იხევენ, ძალები რა თქმა უნდა არათანაბარია. ჩვენი ხელისუფლება კი მუდმივად ცრუობს. როგორც ცრუობდა 80-იან წლებში ავღანეთის შესახებ, 90-იანებში ჩეჩნეთის შესახებ. ახლა ცრუობს უკრაინის შესახებ.
ჩვენ კი ვმარხავთ ჩვენს გუშინდელ თანამებრძოლებს, მეგობრებს და ახლობლებს, რომლებიც ახლა ორივე მხარეს არიან, რომლებიც ხოცავენ ერთმანეთს არა იმიტომ, რომ მათ თავად სურს, არამედ იმიტომ, რომ დაბერებულ ძალაუფლებას ყოველთვის სჭირდება სისხლი, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით და ამიტომაც იტყუება ხელისუფლება.“
ხოდორკოვსკი თვლის, რომ რუსებს შეუძლიათ, შეაჩერონ ომი.
„საკმარისია უბრალოდ გამოვიდეთ ქუჩაში, დავემუქროთ გაფიცვით, ხელისუფლება მაშინვე დანებდება, ისინი მშიშრები არიან, მაგრამ არა ჩვენ ვაგრძელებთ თავის მოჩვენებას, რომ ხელისუფლების გვჯერა და ვტირით დაკრძალვებზე. ასე, რომ მე გაჩუმება მეტი აღარ შემიძლია და არ გავჩუმდები“ - წერს ხოდორკოვსკი.
მასალის გამოყენების პირობები






