ამერიკის შეერთებული შატატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას სენატორი ჯონ მაკკეინი უმოქმედობაში ადანაშაულებს. რესპუბლიკელი სენატორი აცხადებს, რომ მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკა არაეფექტურია და ქვეყანა მსოფლიო ლიდერის სტატუსს კარგავს.
ჯონ მაკკეინი მოუწოდებს ობამას, კონგრესს საკუთარი ხედვა წარუდგინოს.
„ბარაკ ობამა არ მიიჩნევს ამერიკას იმ ქვეყნად, რომელიც მსოფლიოს უნდა გაუძღვეს. ეს არ ნიშნავს ყველგან ჯარის გაგზავნას და ყველგან ომში ჩართვას. მაგრამ როდესაც ამერიკის ლიდერობა არ არსებობს, ცუდი ამბები ხდება. ეს არ არის არც ქარიშხალი და არც მიწისძვრა. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ხედვას, სტრატეგიას დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. თუ იცის ვინმემ, რა არის პრეზიდენტის სტრატეგია? ამიტომ, ის უნდა მივიდეს კონგრესში და წარმოადგინოს გეგმა ამ სტრატეგიის განსახორციელებლად“, - განაცხადა ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები






