მისივე თქმით, ტერორისტებთან თანამშრომლობით რუსეთი ცდილობს, ერთი მოქნევით გააფართოოს თავისივე კონტროლირებადი ტერიტორია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“.
"რუსეთის ორი ტაქტიკური ბატალიონის შეყვანამ უკრაინის ტერიტორიაზე და ამის პარალელურად „დონბასზე“ დივერსიული სადაზვერვო ჯგუფების „მუშაობამ“ მკვეთრად გააუარესა სიტუაცია ანტიტერორისტული ოპერაციის რაიონში. თუ ამ ბიჭებს უახლოეს საათებში კბილებში არ მოხვდება, დიონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის ყველა წარმატება ნიველირებული იქნება და მოგვიწევს ყველაფრის თავიდან დაწყება.“, - ამბობს ტიმჩუკი.
მისივე განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გეგმა ივლისის შუა რიცხვებში უკვე მოქმედებდა, თუმცა მაშინ მის განხორციელებას ბოინგის კატასტროფამ შეუშალა ხელი და ახლა პუტინი ამ გეგმის განხორციელებას აგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები






