ფოთის საკრებულოს წევრის ცოლ-შვილი გაუჩინარდა
სამართალი - 11:14, 28 Aug, 2014     5648

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ფაჩულიას ცოლ-შვილი დაიკარგა. ფაჩულიას ინფორმაციით, მისი მეუღლე ნათია ხინჩიაშვილი მცირეწლოვან შვილთან ანასტასია ფაჩულიასთან ერთად, გუშინ ფოთში ბაღდათიდან 17:00 საათისთვის ჩავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.

ოჯახის წევრები მასთან ტელეფონზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, რადგან მისი ნომერი გამორთულია. პოლიცია უკვე ესაუბრა იმ მიკროავტობუსის მძღოლს, რომელმაც გაუჩინარებული დედა-შვილი ფოთში ჩაიყვანა.

მძღოლი აცხადებს, რომ ნათია ხინჩიაშვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად ფოთის ბაზართან ჩამოსვა, სადაც მას ქალი და მამაკაცი დახვდნენ. სხვა ინფორმაცია მძღოლს არ გააჩნია.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პოლიციაში განცხადება უკვე შეიტანა.

ზურაბ ფაჩულია კოალიცია “ქართული ოცნების” წევრია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფოთში სიის პირველი ნომერი იყო.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42