შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ თანასოფლელების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ორი თანასოფლელი, „ქართული ოცნების“ წევრი სასიკვდილოდ გაიმეტა. ოქრუაშვილი დაცვის ორ თანამშრომელთან ერთად ავტომანქანით "ოცნების" მხარდამჭერებს გაეკიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
აღნიშნული ფაქტი „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ საქმე სისხლის სამართლის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა კვირას, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. როგორც :ნიუპოსტს“ ექსკლუზიურად განუცხადეს, ოქრუაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, დაზარალებულების ავტომობილს 3 ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა როგორც ირკვევა, ოქრუაშვილმა "ოცნების" მხარდამჭერების მიმართულებით ორი მჭიდი მთლიანად დაცალა.
მოგვიანებით კი სოფლის ბოლოში დაიჭირა და ფიზიკურად გაუსწორდა, „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დაცვის თანამშრომლების დახმარებით თანასოფლელებს "კონდახებითაც“ სცემა.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






