ვის ეკუთვნის Anaklia IEP – 600 მილიონიანი ქართული ინვესტიცია სომხეთში
პოზიცია - 22:37, 26 Aug, 2014     6151
ვის ეკუთვნის Anaklia IEP და რატომ იდება თითქმის მილიარდიანი ინვესტიცია სომხეთში. პრემიერ ღაირბაშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ცნობილი ხდება ახალი პროექტის შესახებ. სომხური გამოცემა გარიგების დეტალებზე წერს. თუმცა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: გამოიწვევს თუ არა აღნიშნული პროექტი უერთიერთობების დაძაბვას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. გაუგებარია ისიც, თუ რატომ უნდა ჩაიდოს სომხეთში ამ მასშტაბის მშენებლობაში ქართული ფული, თუკი ჩვენ მოგვიწევს შეძენა გამომუშავებულ ელექტროენერგიის. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა საქართველოში უმუშევრობა კვლავ ნომერ პირველ პრობლემად რჩება. მსგავსი პროექტის საქართველოში განხორციელება, როგორც მინიმუმ ბიუჯეტს გადასახადებით 200 მილიონს მოუტანდა.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ,,რადიო თავისუფლების“ სომხური გამოცემის მიერ მომზადებულ სტატიას.

,,სომხეთში ახალ, დიდი სიმძლავრის თბოელექტროსადგურს ნაკლებადცნობილი კომპანია Anaklia IEP Holding-ი ააშენებს, ხოლო მის მიერ წარმოებულ ელექტროენერგია კი საქართველოს მიეწოდება. ამის შესახებ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ერვანს ზახარიანმა განაცხადა.

ეს განცხადება მინისტრმა Anaklia IEP Holding-თან შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გააკეთა, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ერევანში ვიზიტის ბოლო დღეს მოხდა.

ხელშეკრულების "ძირითად პირობებს" ხელი სომხეთის მთავრობის მიერ მისი ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ მოეწერა. მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Anaklia IEP Holding ჩადებს დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ინვესტიციას თბოელექტროსადგურში, რომელიც სომხეთში ჯერჯერობით გაურკვეველ ტერიტორიაზე აშენდება. ელეტროსადგურს ექნება General Electric-ის 540 მეგავატიანი ტურბინები.

სომხეთის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სანაცვლოდ სომხეთი ელექტროსადგურს მიაწვდის, ჯერჯერობით გაურკვეველი ინვესტორისგან დაბალი ფასად მიღებულ ბუნებრივ აირს, რაც გააადვილებს წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტს.

ხელმოწერის ცერემონიაზე, რომელსაც მედიის ძალიან ცოტა წარმომადგენელი ესწრებოდა, ზახარიანმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ საქართველო იქნება ელექტროენერგიის ძირითადი მიმღები და რომ მშენებლობა ძალიან მალე, 3 წელიწადში დასრულდება. ეს სიტყვები სომხეთის ოფიციალურუ სააგენტოს - "არმენპრისის" მიერ იქნა გავრცელებული. სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გაურკვეველი რჩება ვინ არის Anaklia IEP Holding-ის მფლობელი და რატომ გადაწყდა თითქმის უცნობი კომპანიის ამ მასშტაბისა და მოცულობის ენერგოპროექტის განხორციელებაში მონაწილეობა. სომხეთის ოპოზიციური სააგენტოს ilur.am-ის ცნობით, კომპანია Anaklia IEP Holding ეკუთვნის ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფს და დარეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე - ე.წ. "გადასახადების სამოთხეში".

საინტერესოა, რომ ანაკლია არის ქართული შავიზღვისპირა ქალაქი, სადაც საქართველოს მთავრობა გეგმავს ააშენოს ახალი პორტი, გათხევადებული ბუნებრივი არის ტერმინალებით.

Anaklia IEP შესაძლოა მოიხიბლა რუსული ბუნებრივი აირის დაბალი ფასით, რომელსაც სომხეთი რუსეთიდან საქართველოს გავლით იღებს. სომხეთის მთავრობამ ფასდაკლება მას შემდეგ მიიღო, რაც შარშან სადაო გადაწყვეტილება მიიღო, სომხეთის ე.წ. "ევრაზიულ საბაჟო კავშირში" გაწევრიანების შესახებ, რომლის წევრებიც რუსეთი ბელორუსი და ყაზახეთია.

ხელშეკრულების წინასწარი ხელმოწერა მოხდა მეორე დღესვე, რაც ზახარიანი ქართველ კოლეგას, კახა კალაძეს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალურ დელეგაციაში შედიოდა, რომელიც ღარიბაშვილს ახლდა თან. ხოლო ხელშეკრულების შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერს, ოვიკ აბრამიანს ესაუბრა და გაცხადდა ორი მთავრობის სურვილი ახალი ქართულ-სომხური ენერგოურთიერთობის გაღრმავების შესახებ.

ზახარიანმა და კალაძემ თავის გამოსვლაში დაადასტურეს ეს განცხადება პირისპირ შეხვედრის დროს. ზახარიანის პრესსამსახურის განცხადებით, ორ მეზობელ ქვეყანას შორის ელექრეოენერგიის გაცვლა სამჯერ მეტად გაიზრდება 2018 წლის შემდეგ, როცა ეს ახალი ხაზი ამოქმედდება“, - წერს გამოცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42