ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა სტივენ უორენმა განაცხადა.
„ მე შემიძლია დავადასტურო , რუსული მძიმე ტექნიკის მრავალრიცხვოვანი კოლონების გადაადგილება, რომლის შემადგენლობაში შედის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, სარაკეტო დანადგარები,საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა მძიმე შეიარაღება,“ -განაცხადა მან და აღნიშნა რომ რუსეთიდან უკრაინაში გადასროლილ მძიმე ტექნიკის შემადგენლობაში ასევე შედიოდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“.
უორენის განცხადებით მას არ შეუძლია იმ ტექნიკის ზუსტი რაოდენობის დასახელება, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა.
პენტაგონის პრეს-მდივნის განცხადებით ეს ფაქტები ადასტურებს იმას, რომ რუსეთი მოქმედებს სრულიად განსხვავებულად იმისგან, რასაც ლაპარაკობს, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს.
„ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყონებლივ შეწყვიტოს უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა და დაიწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის მუშაობა“- განაცხადა უორენმა
მასალის გამოყენების პირობები






