„სანამ მოკლავდნენ, ორი დღით ადრე მის საკანში მყოფი ყველა პატიმარი გადაიყვანეს „კრიტში“ და მარტო დატოვეს. ამის შემდეგ გიორგი დარბაისელმა, მასთან საკანში კანონდარღვევით გადაიყვანა ლევან მოისწრაფიშვილი, გიორგი სეხნიაშვილი და შოთა შანიძე. ისინი არიან ფსიქიკურად გაუწოინასწორებელი პატიმრები და რაც მთავარია, მრავალი ადამიანი ჰყავთ მოკლული, სამივე იჯდა რუსთავის ციხეში ცალკე საკანში და მათ პატიმრებს არ აკარებდნენ, სწორედ ეს ხალხი შეუგზავნეს ჩემს ძმას მოსაკლავად“- აცხადებს ფარტენაძე.
ჩემს ძმას ადმინისტრაციასთან არ ქონია პრობლემა, მას მხოლოდ „მაყურებელთან „ ჰქონდა კონფლიქტი და როგორც ჩანს, ამიტომ მოექცნენ ასე. გიგა იყო სიმართლის მოყვარული და ამავდროულად ძლიერი. ის იქ ვიღაცას არ აწყობდა. ღამის 3 საათზე აწამეს პატიმარი, ეს გაიგო ყველამ, მაგრამ საკანი მაინც არავინ გააღო. გიგა ერთი საათის ნაწამები იყო, ბადრაგი რომ შევიდა. ამის შემდეგ ნახევარი საათი კიდევ იცოცხლა, სასწრაფოც გამოიძახეს, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს. ეტყობა, ბადრაგმა აცადა „საქმის“ დასრულება. პატიმრებსაც ესმოდათ, რაც იქ ხდებოდა, მაგრამ ხმა არავინ ამოიღო. რატომ?! ვინ გააჩერა ეს ხალხი ?! ამის დადგენა გვინდა უკვე კარგა ხანია, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ“
დანაშაულის კვალი გადის დიმიტრი დარბაისელზე, რადგან მან გადმოიყვანა ეს ადამიანები რუსთავის ციხიდან და ჩემს ძმას უკანონოდ შეუყვანა საკანში, მაგრამ რადგან ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო და პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარია, იმუნიტეტი იცავს. ბათუმში ერთად არიან ხოლმე და ხელს ვინ ახლებს? მოწმის სტატუსითაც კი არ დაკითხეს. სხვათა შორის, ჩემის ძმის გარდაცვალების მეორე დღეს დარბაისელი მოვიდა და კონვერტით მოგვიტანა ფული, რომელიც, რა თქმა უნდა არ ავიღეთ. მან ასევე შემოგვთავაზა, რომ ბათუმში ჩვენი ბინის დიდ ეზოში ინვესტორს მოიყვანდა და სახლს ააშენებინებდა. ახლობლებიც ჩარია ამ საქმეში, რომ ჟურნალისტებთან რეალური კომენტარი არ გაგვეკეთებინა, რომ ჩემი ძმის სიკვდილი ადმინისტრაციის უკანონო ქმედების გამო მოხდა.“
წყარო „ქრონიკა+“
მასალის გამოყენების პირობები






