ლავროვმა დონეცკში გამართულ "ტყვეთა აღლუმთან" დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ვერანაირ დამამცირებელ მოქმედებას ამ ფაქტში ვერ ხედავს .
„რაც შეეხება დამამცირებელ მოპყრობას სამხედრო მოსამსახურეების მიმართ - ეს იურისტების განსახილველი საკითხია, მე ვნახე ეს აღლუმი და ვერაფერი დამცინავი ვერ შევამჩნიე“,- აღნიშნა ლავროვმა.
ე.წ. "ტყვეების აღლუმის" ჩატარების პირობა პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონიძიებების საპასუხოდ დადეს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში სამხედრო აღლუმი იმართებოდა, დონეცკში, ლენინის მოედანზე, დაახლოებით 100 ხელებშეკრული სამხედრო მოსამსახურე გამოიყვანეს, რომელთაც ტერორისტები ავტომატებით ხელში მიჰყვებოდნენ. კოლონის მსვლელობისას ტყვეებს კვერცხებს, პომიდორებსა და წყლიან პლასტმასის ბოთლებს ესროდნენ.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






