ჟურნალისტი პეტრე შუკლინოვი აცხადებს, რომ რუსული ფედერაციის ძალების შეტევა მარიუპოლზე ჩაფლავდა.
შუკლინოვი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
„ნოვოაზროვსკის რაიონში იწვის რუსული ტანკები: არიან ტყვე რუსი ჯარისკაცები. ჯერჯერობით ისინი ცოცხლები არიან. იმედს გამოვთქვამ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მათ შეიწყალებენ და შეცდომებს მიუტევებენ. ქალაქ მარიუპოლს მთლიანად უკრაინული შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქალაქის თავზე, უკრაინა-რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტების მიმართულებით, უამრავი უკრანული სამხედრო თვითმფრინავი დაფრინავს.
განადგურებული რუსული არმიის ქვედანაყოფების ნარჩენები კი უკან საზღვრისკენ იხევენ. მათ ფეხდაფეხ მისდევს უკრანული არმია. რიგმა რუსულმა ქვედანაყოფებმა უკრანულ ტერიტორიაზე, სიღმეში შეჭრა მოახერხეს და ისინი ახლა საზღავრს მოწყვეტილები აღმოჩნდნენ, რის გამოც ისინი უკან დაბუნებას ვერ ახერხებენ. ნუ ინერვიულობეთ არმია მუშაობს. რუსები მოვიდნენ - რუსები დაწვნენ. ვეჩვევით.“
მასალის გამოყენების პირობები






