27 დეკემბერს ქართველი ემიგრანტები მარშს აწყობენ
საზოგადოება - 22:13, 23 Dec, 2012     1092

 

მარში მიზნად ისახავდა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის გაპროტესტებასა და საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის განვითარებას (მარშის მონაწილეებმა საქართველოში ჩაიტანეს სატელიტური ანტენები და მარშის გზაზე შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებს დაურიგეს). სამწუხაროდ მიუხედავად ჩვენი პროტესტისა ჩვენი გულისტკივილი არ გაიზიარე არც იმ დროინდელმა მმართველმა პარტიამ, არც იმ დროინდელმა საგარეო საქმეთა და დიასპორების მინისტრებმა და არც საარჩევნო ადმინისტრაციამ. ერთადერთი ძალა, რომელიც მიესალმა ჩვენს ინიციატივას და გულთბილი დახვედრა მოგვიწყო, იყო ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება".

 

ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ის შედეგი რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებიდან (რომ არა ავღანეთისა და ერაყის სამხედრო კონტინგენტებში გახსნილი დაურული უბნები ქართულმა ოცნებამ მიიღო 80%) და გაიმარჯვა არჩევნებში. დღეს საქართველოში შეიქმნა საკმაოდ საორჭოფო პოლიტიკური სიტუაცია ერთის მხრივ დღევანდელი ოპოზიცია საუბრობს პოლიტიკურ დევნაზე და მეორეს მხრივ უმრავლესობა საუბრობს სამართლიანობის აღდგენის საკითხზე. სწორედ ამ არამარტივი პოლიტიკური სიტუაციიაში გარკვევის მიზნით "ემიგრანტთა მარშის" მონაწილეთა მიერ დაფუძნებულმა არა სამთავრობო ორგანიზაციამ "მე დავბრუნდები" და ამ მარშის ორგანიზატორებმა საბერძნეთიდან და თურქეთიდან გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ "დედა ენის" ნბაღში 2012 წლის 27 დეკემბერს და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი. კერძოდ ვთვლით რომ საქართველოს ნორმალური დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელია:
1. საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა საჭირო ზომა რათა არცერთი დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი მგრამ იმავდროულად გააკონტროლოს რომ სამართალდამცველების მხრიდან არ მოხდეს გადაცდომები
2. საქართველოს პრეზიდენტმა დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და არ ისარგებლოს კონსტიტუციაში არსებული კაზუსით, შესაბამისად მან დაათავროს საკუთარი საპრეზიდენტო მმართველობა 2012 წლის 5 იანვარს.
3. უმრავლესობამ და უმცირესობამ პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეთა არჩევანს და გააგრძელონ საკანონმდებლო მუშაობა
4. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყონებლივ დაიწყოს ემიგრაციის წინააღმდეგ მიმართული საარცევნო დარღვევების დაუყონებლივი გამოძიება.

მოვუწოდებთ ყველა საქართველოში მყოფ ყოფილ თუ ამჟამინდელ ემიგრანტს, ემიგრანტების ოჯახის წევრებს 2012 წლის 27 დეკემბერს 13 საათზე მოვიდნენ „დედა ენის“ ბაღში და ერთად ავღნიშნოთ „ემიგრანტთა მარშის“ 100 დღე."- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42