მატვეი განაპოლსკი: რუსეთს ყველაფრის უფლება აქვს? მსოფლიოში თამაშის წესები აღარ არის?
მსოფლიო - 18:03, 24 Aug, 2014     2814

მისმინეთ, ფაქტობრივად, "ჰუმანიტარული კოლონის ისტორია" - ეს არ არის კოლონის ისტორია. შეხედეთ, რუსეთს ანექსირებული აქვს ყირიმი. არ აქვს მნიშვნელობა, რატომ, მნიშვნელოვანია ის რომ, გადაწყვიტა დაეკავებინა და დაიკავა. მას ეუბნებიან - შენ დაარღვიე ყველა არსებული საერთაშორისო კანონები, ანულირება გაუკეთე საზღვრების ურღვეობას, და ა.შ. რუსეთი პასუხობს: რა არის იცით, მე გადავწყვიტე და ეს ასე იქნება. შემდეგ, მან გადაწყვიტა შეექმნა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები. ახლა არ აქვს მნიშვნელობა, რატომ - მან გადაწყვიტა და გააკეთა. დაიწყო ომი, ხალხი იღუპება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ომი დაიწყო იმიტომ, რომ რუსეთს ასე სურდა. კარგი, დასავლეთმა დააწესა სანქციები. როგორ მოქმედებენ ისინი, ნათლად ჩანს. შემდეგი - ჩამოაგდეს თვითმფრინავი. სანქციები ფართოვდება, მაგრამ რუსეთი არა თუ მალავს რომ ეხმარება "ლუგანდას", მეტიც - აგზავნის ტექნიკისა და ადამიანებს ღიად. შემდეგ, რუსეთმა მოიგონა "ჰუმანიტარული დახმარების კოლონა". არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობდა ის, მნიშვნელოვანია, რომ მან გადაწყვიტა, რომ კოლონა შევა უკრაინის ტერიტორიაზე, მაშინაც კი, თუ თქვენ თქვენი პროტესტების გამოთქმით დაიხოცებით. და აი, მან შეიყვანა ეს თეთრი კოლონა, არამცთუ უკრაინის, არამედ საერთაშორისო წითელი ჯვრის თანხმობის გარეშე.

და ახლა უკრაინის ტერიტორიაზე გადადგილდება უნებართვო სატვირთო მანქანები გაურკვეველი მიზნით. ბევრი სატვირთო მანქანაა. და მსოფლიოს მარჩიელობს, თუ ​​რა მოხდება შემდეგ. ომი გამწვავდება, თუ უბრალოდ შევლენ და გამოვლენ.

მისმინეთ, მე მაქვს შეკითხვა.

მე არ მაინტერესებს რა მიზნით აწყობენ ეს შეშლილები ამ სპექტაკლს, და რომ თავის მართლების მიზნით მათი ამალა იტყუება. მე არ მაქვს შეკითხვა ამ შეშლილებთან.

მე მაქვს შეკითხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მერკელთან, ობამასთან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არსებობს მსოფლიოში ცალკე აღებული ქვეყანა - რუსეთი და მას ყველაფრის უფლება აქვს! ნიშნავს ეს იმას, რომ მისთვის არ არის დაწერილი საერთაშორისო წესები, რომ მისთვის შესაძლებელია დაარღვიოს ნებისმიერი საერთაშორისო კანონები, სრულად დაუსჯელად. შეამჩნევდით, ჩემი კითხვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, მე უბრალოდ მინდა გავარკვიო ჩემი არსებობის წესები და ჩემი ახლობლების არსებობის წესები. მე უბრალოდ ვკითხულობ, რუსეთისვის არსებობს პოლიტიკის წესები, მეზობლებთან თანაცხოვრების წესები, და ა.შ.? თუ მას ყველაფრის უფლება დართეს და ეს წესები არ არის? არ აქვს მნიშვნელობა, რატომ დართეს ნება, მნიშვნელოვანია, არსებობს წესები თუ არა? და ეს კითხვა არ ეხება სიტყვებს "ოი, ჩვენ შეშფოთებული ვართ, ოი, ჩვენ ვაპროტესტებთ?, ჩვენ მას არ ჩამოვართმევთ ხელს, ჩვენ შევტრიალდებით, როდესაც ის შამპანურის ჭიქით გაივლის ჩვენს წინ".

სინამდვილეში, რუსეთისთვის დაწერილია თუ არა წესები? თუ უკვე აღარ?

კი თუ არა?

არსებობს მეორე კითხვა: თუ ეს მისთვის დასაშვებია, ნიშნავს ეს იმას, რომ მსოფლიოში ახლა თამაშობენ წესების გარეშე. და რომ მე ერაყელ ტერორისტთა მიერ დასავლელი ჟურნალისტისთვის თავის მოჭრის ფაქტს მე ისევე მშვიდად უნდა შევხედო, როგორც რუსეთის აგრესიას. ან შავკანიანიანი მოზარდების მკვლელობას ამერიკის შეერთებული შტატებში, ფერგიუსონში? ნუ, გადაწყვიტეს, რომ მოეჭრათ, და მოჭრეს, გადაწყვიტეს მოელკლათ და მოკლეს, მერე რა.

ისე გამოდის, რომ როგორც ჩანს დროა, საერთაშორისო ინსტიტუტებმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას - ჩვენ ვცხოვრობთ გარკვეული წესებით, თუ ახლა მხოლოდ ერთი წესია: თუ არ შეიძლება, მაგრამ ნამდვილად გსურთ, თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ.

ამ კითხვაზე პასუხი უნდა ჩამოაყალიბოს მერკელმაც და ობამამაც, რადგან ორუელი მისი ფრაზით "მშვიდობა - ეს არის ომი, ომი - ეს არის მშვიდობა" ახლა, ფაქტობრივად, ცივილიზებულ სამყაროსთან ძალიან ახლოს მივიდა. და იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება - ეს არის მსოფლიოს დიდი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების პრობლემა. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ უახლოეს საათებში!, მთელი ევროპა შესაძლოა "ჰუმანიტარული ოპერაციის" ცეცხლის ალში გაეხვეს და დასავლეთის ლიდერებს თავებს მოაჭრიას (სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) თავაზიანი "მწვანე კაცუნები". ან ლურჯები. იმიტომ რომ, ვიღაც, არა არაბი ტერორისტები გადაწყვეტენ, რომ კანონები აღარ არსებობს. და მათ ასე სურთ. სხვათა შორის, შესაძლებელია, რომ რაკეტები კუბაში კიდევ ერთხელ განათავსო. ობამა, რა თქმა უნდა, დაურეკავს კრემლს, მაგრამ იქ უპასუხებენ, რომ ის არ არის კენედის და "ჭამოს თავისი ბანანის" - ეს ხომ ახალი ტრენდია რუს პოლიტიკოსებს შორის - ეს პატრიოტული პასუხია. და კიდევ იტყვიან, რომ ხრუშჩოვი გარდაიცვალა დიდი ხნის წინ, ასე რომ რაკეტებს არ მოაშორებენ, რადგან "ჩვენ ასე გვჭირდება," "ასე გვინდა".

რატომ ვსვამ ამ კითხვას ერთხელ ერთხელ. როდესაც ერთი ქვეყანას არის ძალიან უნდა, ხოლო სხვა ქვეყნებში ვერ უხსნიან მას, რომ ამ სურვილს გაუქრობენ, მაშინ შეიძლება ყველაფერი დასრულდეს დიდი ომით, მილიონობით დევნილით, ლამაზი ევროპისა და მაღალტექნოლოგიური ამერიკაის კრახით . ეს ომი ჩვენ უკვე გამოვცადეთ, მას "მეორე მსოფლიო ომი" ერქვა. და გახსოვთ, ის სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ერთ შეშლილს "ასე მოუნდა".
მოკლედ, გვჭირდება პასუხი. და სწორედ ახლა გვინდა პასუხი.

წყარო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42