კომპანია „სითი პარკი“ და მისი საქმიანობა უკვე რამდენიმე დღეა აქტუალურია, 2007 წლიდან დღემდე კომპანია ქალაქის პარკირებაზე ზრუნავს.
კომპანიის საქმიანობით საგამოძიებო უწყების შემდეგ მერიაც დაინტერესდა. თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ერთერთი საქმეც „სითი პარკს“ უკავშირდება, თუმცა კომპანიის მფლობელისთვის საქმის დეტალები უცნობია.
ბენი ლაჰავი დაკითხული არ არის და შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეზე არავითარი დეტალები არ აქვს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე მტკიცებულებები კომპანიის მფლობელების დაკითხვის გარეშე მოიპოვა:
„არ ვიცი რაზე საუბრობთ, არასდროს ვყოფილვარ პროკურატურაში, არა იმიტომ, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მინდა, არამედ იმიტომ, რომ არავის დავუბარებივარ“, - აცხადებს ლაჰავი.
მასალის გამოყენების პირობები






