მინსკის შეხვედრა პუტინის დაკრულზე ცეკვაა
მსოფლიო - 13:24, 22 Aug, 2014     1305

როგორც ცნობილია, 26 აგვისტოს მინსკში გაიმართება შეხვედრა ფორმატით - "უკრაინა-ევროკავშირი-ევრაზიული სამეული" (რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი)". მასზე განხილული იქნება საკითხები, რომლებიც უკავშირდება უკრაინა ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სიტუაციას დონბასში.

გარდა უკრაინის, რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის პრეზიდენტებისა, შეხვედრაში სამი ევროკომისარი მიიღებს მონაწილეობას - საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში - კეტრინ ეშტონი, ენერგეტიკის საკითხებში - გიუნტერ ოტტინგერი, ვაჭრობის საკითხებში კარლდე გუხტი.

უკრაინულ მედიაში ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია ამ შეხვედრის დღის წესრიგმა, რომელშიც მხოლოდ მესამე საკითხადაა შესული აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვა.

"დონბასში არსებული ვითარება მხოლოდ მესამე საკითხია, ეს მაშინ როდესაც იქ გააფთრებული ომი მიდის, იღვრება სისხლი, ხოლო ომში არა მხოლოდ ტანკები და "გრადები", არამმედ სუპერთანამედროვე რუსული იარაღი - "ურაგანი" გამოიყენება," - წერს ინტერნეტპორტალ "ინფორესისტში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.

გარდა საკითხების რიგითობისა, ჟურნალისტის გაიცებას იწვევს, თუ რატომ განიხილება ევროკავშირ-უკრაინას შორის დადებული ხელშეკრულება და ზოგადად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები "ევრაზიულ კავშირთან", როდესაც მონაწილე ქვეყნებიდან ერთერთის - ბელორუსის წინააღმდეგ დიდი ხანია ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული; ბელორუსს და ყაზახეთს არანაირი შეხება აქვთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან და არც რაიმე სახის გავლენის მოხდენა შეუძლიათ რუსეთის პრეზიდენტზე.

რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულების საკითხს - რუსეთმა თავიდანვე დააყენა ეჭვქვეშ უკრაინის უფლება თვითონ განსაზღვროს თუ რა სახის ურთიერთობები და ხელშეკრულებები ექნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ ქვეყნებთან. სწირედ ამ უხეშ ჩარევას მოჰყვა კიდევაც ვითარების დაძაბვა უკრაინაში.

"ჩვენ და ევროპელები, დავთანხმმდით რა მოლაპარაკებები ვაწარმოოთ "ევრაზიულ კავშირთან", ფაქტიურად პუტინის დაკრულზე ვცეკვავთ. არადა პატარა ქვეყნებმა - მოლდავეთმა და საქართველომ უკვე გაუკეთეს რატიფიცირება ანალოგიურ ხელშეკრულებებს ევროკავშირთან, ხოლო ჩვენ ჯერ სხდომის დღის წესრიგშიც კი არ შეგვიტანია," - წერს ავტორო.

ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა დადებითად ვერ იმოქმედებს უკრაინის მომავალზე. მისი აზრით, მოლაპარაკებებს მხოლოდ მაში ექნებათ აზრი, როდესაც ის, საერთაშორისო სტანდარტების შესავბამისად, გაიმართება ჟენევაში, მასში უკრაინასა და რუსეთის გარდა მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირი, ეუთო, აშშ და გაერო; სადაც ლაპარაკი იქნება დროებით ზავზე, ცეცხლის შეწყვეტაზე, ტერორისტებისა და რუსული ტექნიკის გაყვანაზე უკრაინიდან და სხვ.

"სხვა ნბებისმიერი ფორმატი და დღის წესრიგი - ეს არის ერთი ამბიციური ადამიანის - პუტინის მიერ მთელი მსოფლიოს მასხრად აგდება და დროის ფუჭი კარგვა," - ასკვნის ავტორი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42