NATO-ს საჰაერო პატრულირება ბალტიისპირეთში, სამხედრო გემები ბალტიისა და შავ ზღვებში
მსოფლიო - 16:25, 21 Aug, 2014     2363

ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში ევროპასა და მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხში ახალი ვითარება შექმნა, რასაც NATO აუცილებლად გაითვალისწინებს მომავალი ღონისძიებების დაგეგმვისას.

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად ხდება, რომ ევროპული ქვეყანა სამხედრო ძალის გამოყენებით იერთებს მეორე ქვეყნის ნაწილს. NATO-ს რუსეთის მიმართ ნდობა დაეკარგა - მან დაარღვია ყველა შეთანხმება და პირობა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას მისცა," - აცხადებს რასმუსენი Bild-თან ინტერვიუში.

"NATO-მ უნდა გააძლიეროს საერთო თავდაცვითი სისტემები. ჩვენ უკვე დავიწყეთ საჰაერო პატრულირება ბალტიისპირეთში, გავაგზავნეთ გემები ბალტიისა და შავ ზღვებში, გავზარდეთ სამხედრო სწავლებების რიცხვი. მომავალ სამიტზე ჩვენ დავგეგმავთ ახალ ნაბიჯებს, რათა მსგავს სიტუაციებში რეაგირება უფრო ეფექტურად და სწრაფად მოვახდინოთ," - აღნიშნავს გენერალური მდივანი.

რასმუსენი ასევე არ გამორიცხავს რუსეთის ღია აგრესიას უკრაინაში, რაც გამომდინარეობს იმ ფაქტებიდან, რომ მიუხედავად მსოფლიოს მძაფრი რეაქციისა, რუსეთი კვლავ აძლიერებს სამხედრო კონტინგენტს უკრაინის საზღვრებთან, შეყავს ბოევიკები და მძიმე სამხედრო ტექნიკა ტერორისტების დასახმარებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი თავის გეგმებში იტოვებს ღია ჩარევას უკრაინის საქმეებში.

რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინას ქმედითი დახმარება გაეწიოს - ევროკავშირი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მას ეკონომიკის აღორძინებაში უნდა დაეხმარონ, ხოლო NATO აპირებს სამხედრო აღმშენებლობაში დახმარებას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42