ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე კომენტარი გააკეთა.
ობამას განცხადებით საერთაშორისო საზოგადოება გავრცელებულმა ვიდეომასალამ შეაშფოთა.
„ჯეიმს ფოულის მეგობრები და ოჯახის წევრები მის გარდაცვალებას გლოვობენ. მათთან ერთად ამერიკაც გლოვობს.
„ისლამური სახელმწიფო“ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა, მისი წევრები კლავენ, აუპატიურებენ, აწამებენ ტყვეებს. დაღუპულებს შორის შიიტები და სუნიტებიც არიან. მათი ქმედებები გენოციდს უთანაბრდება“, - განაცხადა ობამამ.
მან ასევე დასძინა, რომ „ეს რელიგია არ არის, ასწავლო ადამიანებს უდანაშაულოთა მკვლელობა. მსგავსი იდეოლოგია - ბანკროტია, იმიტომ, რომ ფოულისგან განსხვავებით, ისინი ნგრევას იწვევენ“.
მისივე განცხადებით „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილი ოცდამეერთე საუკუნეში არ არის და მოუწოდა ხელისუფლებას და ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობას გაანადგურონ ტერორისტული დაჯგუფებები, რომელსაც მან „ავთვისებიანი სიმსივნე“ უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






