ყოფილი პრეზიდენტის დაცვის უფროსი სასამართლოში ჩივის. თემურ ჯანაშია იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მისი შვილების და ყოფილი მეუღლის ქონებას პროკურატურის მოთხოვნით ღადაღა დაედო.
რამდენიმე საცხოვრებელ სახლთან ერთად დაყადაღებულია ჯანაშიას საბანკო ანგარიშებიც, მათ შორის საპენსიო ბარათიც, მთავარი პროკურატურა ამ შუამდგომლობის მიზეზებს არ განმარტავს. მიიღებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ჯანაშიას საჩივარს 72 საათში გახდება ცნობილი.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 18 აგვისტოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღებულია ჯანაშიას ყოფილი ცოლის ხათუნა ნუცუბიძის 2 საცხოვრებელი სახლი, ასევე მისი შვილების კუთვნილი საცხოვრებელი ბინები.
სასამართლოს გადაწყვეტილოება დღეს სააპალეციო სასამართლოში ჯანაშიას ადვოკატმა გაასაჩივრა.
გოგიტა გაბაიძე აცხადებს, რომ განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან მოსამართლემ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დაცვის მხარეს მტკიცებეულებების წარდგენის საშუალება არ ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს ჯანაშიას ყოფილი მეუღლეც. გაბაიძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლებიდან, რომელიც ხათუნა ნუცუბიძეს დაუყადაღეს ერთი მან „თიბისი“ ბანკის გათამაშებაში მოიგო, მეორე კი მემკვიდრეობით ერგო.
„თეიმურაზ ჯანაშიას არვინ არ ედავება მითვისებას, ჯანაშიას ბრალად აქვს წარდგენილი ქონების გაფლანგვა, არც ერთ შემთხვევაში, არც სამოქალაქო სამართლის სფეროს მიხედვით და არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად არავის არ აქვს უფლება მისი ან მასთან დაკავშირებული პირის ქონება მიექცეს შემდგომ აღსასრულებლად. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს განჩინება არის უკანონო“,- განცხადა გოგიტა გაბაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






