უკრაინული არმია შეტევით ოპერაციას განაგრძობს
მსოფლიო - 19:25, 20 Aug, 2014     1964
უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას , რომლის მიზანიც არის დონეცკის და გორლოვკის შორის კავშირის გაწყვეტა , რათა ხელი შეუშალონ ახალი საბრძოლო ტექნიკის და ცოცხალი ძალების მიწოდებას.

ამის შესახებ კიევში ბრიფინგზე უკრაინის უშიშროების საბჭოს სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

ამჟამად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ილოვაისკის, იასინოვატოის, დონეცკის, ლუგანსკის და საურ-მოგილის რაიონებში. ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები ცდილობენ იზოლაციაში მოაქციონ იზვარინო,კრასნოდონი, კოლპაკოვო, შახტერსკი, კრასნი ლუჩი და სხვა დასახლებული პუნქტები, რომლებიც მდინარე ჩრდილოეთის დონეცის ახლოსაა განლაგებული, უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში ზუსტად ამ ტერიტორიებიდან შეინიშნებოდა ტერორისტული ჯგუფების ლუგანსკში შემოდინება .

„უკრაინელი სამხედროებისთვის ლუგანსკში და დონეცკში სამხედრო მოქმედებები რთულად მიმდინარეობს, რადგან ტერორისტები მათ წინააღმდეგ მძიმე ტექნიკას იყენებენ, ლუგანსკში ჩეჩენი ეროვნების დაქირავებულები ქალაქის ტერიტორიას „გრადის“ ტიპის დანადგარებით ბომბავენ. მიუხედავად ამისა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების კონტროლქვეშაა გადასული“- აცხადებს ლისენკო.

„პარალელურად უკრაინელი მებრძოლები ილოვაისკ-ზუგრესის მიმართულებით სარეიდო ქმედებებსაც ახორციელებენ, დღის განმავლობაში ისინი საბრძოლო მოქმედებაში ჩაებნენ ლუჟკოვის, სოლნეცევოს, კარპოვო-ნადეჟდკოვკას, ავდეევკას საბოვკას შევჩენკოს რაიონებში“-განაცხადა სპიკერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42