,,Huffington Post“-თან ინტერვიუში, ტელბოტმა ეჭქვეშ დააყენა რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული ალიანსის სიცოცხლისუნარიანობა და ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ ,,რუსეთი ფლობს ბევრ რესურს, რომელიც სჭირდება ჩინეთს, მაგრამ მცირე ადამიანურ რესურსს, მათ დასაცავად“, - ციტირებს ექსპერტს ,,ამერიკის ხმა“.
,,ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბორის ელცინმა, როგორც ყველაზე გავლენიანმა პოსტსაბჭოთა ლიდერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის დაშლას, იყო გარანტიები, რომ რესპუბლიკათშორისი საზღვრები გახდებოდა საერთაშორისო საზღვრები დამოუკიდებელი სახელმწიფოებს შორის“, - აცხადებს ტელბოტი, რომელიც დღესდღეობით ბრუკინგსის კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.
,,ამან შექმნა ვითარება იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირი დაშლილიყო მშვიდობიანად, ძალადობის გარეშე. საბჭოთა კავშირმა აიცილა დიდი სისხლისმღვრელი ომი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით იუგოსლავიის დაშლის შემთხვევაში. პუტინმა უკუაგდო ეს გადაწყვეტილება და დაადგა სლობოდა მილოშევიჩის გზას. ამ კურსის არჩევით სრულად შესაძლებელია, რომ პუტინი უბიძგებს რუსეთის ფედერაციას ძალადობრივი დაშლისკენ“.
ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორობა ექსპერტს შეუძლებლად მიაჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ისინი არ არიან თავსებადი მათი ეკონომიკური მდგომარეობის გამო. ,,გარდა ამისა, არსებობს წინააღმდეგობა გეოპოლიტიკური და ეთნოგრაფიული რეალიებიდან გამომდინარე. რუსეთი ყველაზე დიდი ქვეყანაა თავისი ტერიტორიებით პლანეტაზე, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი მონაკვეთი საზღვრის, მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანასთან - ჩინეთთან. რუსეთს ბევრი რამ აქვს, რაც სჭირდება ჩინეთს - ნედლეული. ეს ქმნის ყველა წინაპირობს სერიოზული კონკურენციისთვის და შესაძლოა, კონფლიქტისთვისაც კი.
თუ დავფიქრდებით გრძელვადიან პერსპექტივაში, რასაც პუტინი არ აკეთებს, ის უფრო მეტს უნდა ღელავდეს რუსეთის ფედერაციის საზღვრების სიმყარეზე აღმოსავლეთით, სადაც არსებობს უამრავი რესურსი, რომელიც სჭირდება ჩინეთს, მაგრამ ძალიან მცირე ადამიანი რსეურსი იმისათვის, რომ ისინი დაიცვას“, - დასძენს ყოფილი ამერიკელი დიპლომატი.
მასალის გამოყენების პირობები






