იმ დროს როცა საზოგადოება ნახევრადცარიელი ჰუმანიტარული სატვირთო მანქანების ამბავს არჩევს, უკრაინაში ტანკები , ჯავშანტრანსპორტიორები, ზალპური ცეცხლის და საზენიტო -სარაკეტო სისტემები შემოდის.
ყველასთვის ცნობილია რომ უკრაინის აღმოსავლეთში - უკრაინული კონფლიქტს არ აქვს ადგილი. ეს ჰიბრიდული ომია, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, ომი რუსული სპეცსამსახურების და ჯარის მონაწილეობით. რუსეთი აკეთებს ყველაფერს რომ ეს ომი გაგრძელდეს, აძლიერებს თავის საჯარისო შემადგენლობებს ზუსტად იმ მომენტში, როცა უკრაინა ახლოსაა გამარჯვებასთან.
რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს, ვისაც ვერავინ შეედრება შეედაროს ცინიზმში, მინდა შევახსენო ცნობილი ბიბლიური ჭეშმარიტება : „ ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26-52). რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი უდიდეს პრობლემებად მიუბრუნდება თავად რუსეთს , ადრე თუ გვიან „პროპაგანდისტული კვამლი“ გაიფანტება და რუსი ხალხი დაინახავს , რომ რუსეთს უკრაინასთან ომი მხოლოდ მათი ყურადღების გადასატანად უნდოდა რუსეთში არსებული კრიზისიდან სხვა რამეზე. რუსეთში დღეს ისტერიული ტემპებით ხდება ტოტალიტარული ფარდის აღდგენა , რომ გამოყონ თავიანთი მოქალაქეები დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროდან, უსპობენ მათ შანსს განვითარების და ღირსეული ცხოვრების.
მასალის გამოყენების პირობები






