საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვის დაკითხვა მიმდინარეობს. მან დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქმის კურსში იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ვანო მერაბიშვილიც.
სასამართლო პროცესზე მელნიკოვის დაკითხვა განახლდა 2005 წელს ოქროყანაში ვამე ხაბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის ცემის ეპიზოდთან დაკავშირებით.
მენიკოვნმა განაცხადა, რომ საქმეში დაზარალებულად ცნობილ პირებს მასთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდნენ დათა ახლაია, გერონტი ალანია და ვალერიან მეტრეველი.
როგორც მელნიოვმა ჩვენებისას აღნიშნა დათა ახალაიას მხრიდან ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტსაც.
ბრალდებულის ჩვენების მიხედვით ვამე ხაბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილს ქალბატონის გამო სცემეს.
რაც შეეხება გირგვლიანის საქმის ეპიზოდს ოლეგ მელნიკოვის დაკითხვისას სახელმწიფო ბრალდება დაინტერესდა იყო თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ინფორმირებული შარდენ ბარში გავითარებულ მოვლენებსა და იმ გეგმის შესახებ, რომელიც დათა ახალიამ შეიმუშავა გრილგვლიანის საქმესთან დაკვშირებით, მელნიკოვმა განაცხადა, რომ კუდის ყოფილი ხელმძვანელი დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს ინფორმაციას გირგვლიანის საქმესთან დაკვშირებით ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიდა.
ოლეგ მელნიკოვის დაკითხვის დასრულების შემდეგ მხარეთა შეკითხვებს უკვე უპასუხებს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე თაკო სალაყაიას მეგობარი თათია მაისურაძე, რომელიც პროკურორის ინფორმაციით, სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდის იმის შესახებ თუ რა მოხდა 2006 წლის 27 იანვარს შარდენ ბარში.
მელნიკოვის აღიარებითი ჩვენების შემდეგ, მასთან საპროცესო გარიგებაზე დაიწყო შეთანხმება.
მასალის გამოყენების პირობები






