აღნიშნული ფაქტი „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმე აღძრულია 276-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილით. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორც გარდაცვლილის მამიდამ „კახეთის საინფორმაციო ცენტრს“ განუცხადა, ავარია ე.წ. მარშუტკის და „ოპელის“ მარკის ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია.
„თბილისში მიდიოდნენ ჩემი ძმის მარშუტკით, დაახლოებით 60 კმ/საათში სიჩქარით, რადგან 2 ბავშვი ეჯდათ. სართიჭალაში, მეორეხარისხოვანი გზიდან „ოპელმა“ მიუშვა ისე, რომ არც კი დაუმუხრუჭებია და ქვეშ შეუვარდა ჩემი ძმის მანქანას. მიკროავტობუსი რამდენჯერმე ამოტრიალდა, ყველანი ფანჯრებიდან გადმოცვივდნენ. ჩემი 24 წლის ძმისშვილი დაიღუპა, 10 თვის შვილის გადარჩენა კი შეძლო. ყველანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ყველა გამოწერეს, მაგრამ 10 თვის ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, რეანიმაციაში ჰყავთ, თავის ძვალი აქვს გატეხილი“, - განუცხადა გარდაცვლილის მამიდამ.
მასალის გამოყენების პირობები






