მიიჩნევა, რომ ცხოველებიც, ძუძუმწოვრების ნაწილი საკუთარ სექსუალურ მზაობას გამოხატავენ სხეულის სხვადასხვა ნაწილების სიწითლით. მსგავსი მდგომარეობაა ადამიანებშიც მაგ. სექსუალური აგზნების დროს ქალს შეიძლება სახეზე, გენიტალიებზე გამოხატული ჰქონდეს სიწითლე. შესაბამისად შეიძლება საკითხი დაისვას წითელი ფერი ატარებს თუ სექსუალობის გამოხატვის ევოლუციურ მნიშვნელობას.როჩესტერის უნივერსიტეტსი ფსიქოლოგმა ადამ პაზდამ ჩაატარა კვლევა რომლის მიხედვითაც მამაკაცების უმეტესი ნაწილი სექსუალობის და მიმზიდველობის გამომხატველ ფერად წითელ ფერს ირჩევენ. ქალები თავადაც, როესაც საკუთარი სექსუალობის წარმოჩინება უნდათ, მეტად ირჩევენ წითელი ფერის ტანსაცმელს და მაკიაჟის ელემენტებს.კვლევების შედეგად ნათელი ხდება, რომ წითელი ფერი, არა იმდენად ბიოლოგიური, არამედ კულტურული დატვირთვის მქონეა. სხვადასხვა კულტურის მამაკაცები წითელ ფერს სხვადასხვანაირად აღიქვავენ. ზოგისთვის მეტად სექსუალურია, ზოგისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

მასალის გამოყენების პირობები






