ბოლო ასი წლის განმავლობაში ხმელეთის 1/6 ნაწილში ხდებოდა ზღაპრული მოვლენები, რომელიც გაგონებდა ხის ბიჭუნას, პინოქიოს თავგადასავალს, რუსული ჩვევიდან გამომდინარე, ავტორის კარლო კოლოდის დაუკითხავად, ბურატინოდ რომ გარდაიქცა. პაპა კარლო, რომლის როლსაც პერიოდულად ასრულებდა ლენინი, სტალინი, ხრუშოვი და ა.შ., ბიჭუნა ბურატინოში იყო ჩადებული აზრი - ეპოვნა ზღაპრული ბედნიერების ქვეყანა, ხოლო ოქროს გასაღებად ითვლებოდა წიგნი - ,,კაპიტალი“, ბედის ირონიით ასევე კარლოს დაწერილი, მაგრამ მარქსის... იმ დროიდან მოსახლეობის აუხდენელი კომუნიზმის იდეა არის სწორედ იმ ქალაქის ძებნა. მისი მორიგი სახელია - ,,ნოვორასია“.
ადრე მეზღაპრეები ბიჭუნების გარეშეც ახერხებდნენ ყველაფრის გაკეთებას. 2000 წელს უკანასკნელმა პაპა კარლომ ხელჩაჭიდებულმა მოიყვანა მორცხვი ბიჭუნა, რომელიც დაბალი ხმით, შინაგანი ტანჯვით საუბრობდა საყოველთაო ბედნიერებაზე, რომელიც მოსახლეობას მის მოსვლასთან ერთად ელოდება. ჩუმი ის იყო მხოლოდ პირველი წელი. მთელი, არცთუ ისე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მის გარშემო დაიწყეს შეკრება დურემარებმა, კატა ბაზილიომ და მელა ალისამ. ისინი აბურანებდნენ ბიჭუნას, არწმუნებდნენ იმაში, რომ იციან როგორ უნდა იპოვონ საცრებათა ქვეყანა და ჰპირდებოდნენ, რომ მისგან გააკეთებდნენ ხის მეფეს.
სულელების ველზე ყველამ მშვენივრად იცის, რომ ის იმყოფება ციმბირში. სახელწოდებასთან მოსახლეობას არაფერი საერთო არ აქვს, მხოლოდ მფლობელების აღმნიშვნელია. თვითონ ველი მიწისქვეშაა - ნავთობით და გაზით, და მასზე ხარობენ უზარმაზარი ფულის ხეები, იმდენად უზარმაზარი, რომ ერთ დროს თავშეკავებულმა და მორიდებულმა ბურატინომ თავი ნავთობისა და გაზის მეფედ წარმოიდგინა. თავისთავად, ნაძირალა მელა ალისა და კატა ბაზილიო ყველანაირად ცდილობდნენ მის წაქეზებას და ბოლოს და ბოლოს უბიძგებდნენ, ყველა პაპა კარლოს ძველი ოცნების განხორციელებისკენ. მათ გადაწყვიტეს, რომ ბედნიერება არა ბურატინოს სახლშია, როგორც ეს ზღაპარშია ნათქვამი, არამედ უცხო მხარეში.
სინამდვილეში, ფაქტობრივად ზღაპრული ანალოგია არ არის მხოლოდ ავტორის ახირება, რომელიც ცდილობს, ახსნას არსი ახალი დაპყრობითი ომებისა. ბოლშევიკები მუდმივად ირწმუნებოდნენ, რომ ისინი გაჩდნენ იმიტომ, რომ ზღაპარი ექციათ რეალობად. თანამედროვე რუსეთში მეზღაპრეები აღმოჩნდნენ ძალიან ბევრი. არიან ცნობილები - სერგეი კურგინიანი, ალექსანდრე დუგინი, ალექსანდრ პროხანოვი. არიან ძალიან ბევრი ნაკლებად ცნობილები, მაგრამ გამრავლებული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კურდღლის დემოგრაფიის სიჩქარით. მთელი ეს წლები ისინი წერდნენ წიგნებს და უამრავ სტატიას გაზეთებში ,, Завтра“, ,, День“, ,, Правда“, Советская Россия“ და ათეულობით მრავალი სხვა, ნაკლებად ცნობილი საზოგადოების ფართო წრეებისთვის. ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად, ისინი ექაჩებოდნენ ყველაფერ ამას ვირტუალურ სივრცეში, სადაც თავი იგრძნეს კომფორტულად. გაზეთი ხომ ჯერ კიდევ უნდა გაყიდონ, ხოლო ინტერნეტი მათთვის გახდა ადგილი, სადაც არ არის ბარიერები - ვინმე მაინც წაიკითხავს და დასნეულდება.
არ ვფიქრობ, რომ მკვლევარები შეძლებენ ყველა მოსაზრების და წინადადებების ერთ მთლიანში გაერთიანებას, რომელიც ემსახურება ნოვორასიის, როგორც კრემლის გლობალური პროექტის ძველი დიდების აღდგენის შექმნას და მოწყობას. კერძოდ, ტერიტორიების შეიარაღებული დაპყრობისთვის და მისი შემდგომი ანექსიისთვის საკმარისია იარაღი და სამხედროების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ რუსული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად, რომელთაც ნაკლებად სავარაუდოა მოეწონოთ ოკუპაციები და დაპყრობები, საჭირო იყო ზღაპარი, რომელიც იმდენად მოეწონებათ, რომ ბურატინო შეძლებს, მიიღოს 80%-იანი მხარდაჭერის მოპოვება მოსახლეობაში და არა უბრალოდ მხარი დაუჭირონ, არამედ ყოველდღიურად იყვნენ აღფრთოვანებულნი და აღტაცებულნი ბურატინოს სახელმწიფოებრივი აზროვნების გამბედაობით და სიმტკიცით.
მოსახლეობისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა ზღაპრებით, დაწყებული საქმე მოეჩვენათ უმარტივესად, ხოლო იმათთვის, რომელთაც დაპყრობას უპირებდნენ, წინადადება - გახდნენ ,,რუსული სამყარო“, აღმოჩნდა გაუგებარი და არა იმიტომ, რომ სიტყვა რუსული არ მოეწონათ, არამედ იმის გამო, რომ თავიდან მას სთავაზობდნენ თავად აჯანყებულიყვნენ, თვითონ აეშენებინათ, თვითონ აღედგინათ, მაგრამ მათ გამოუგზავნეს სარდლები, მეთაურები და სპიკერები მოსკოვიდან. ხოლო როცა მათ პირი დააღეს, აღმოჩნდა, რომ საუბრობენ სხვადასხვა ენაზე, აზროვნებენ სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა მიზანი აქვთ.
ნოვორასია აღმოჩნდა წარუმატებელი პროექტი. თუ საერთოდ შეიძლება, ზღაპარს ვუწოდოთ პროექტი. დაწყებული იქიდან, რომ პროექტი არღვევდა ყველა შეთანხმებას, კონვენციას, გაეროს ყველა სტატუსს და წესდებას. ზღაპარი საჭირო იყო არა მსოფლიო თანამეგობრობის მოსატყუებლად, მათი რეაქცია თავიდავე ცნობილი იყო, არამედ საკუთარი მოსახლეობის მოსატყუებლად. მოსახლეობა დაიღალა ზღაპრებისა და ზღაპრული გმირების გარეშე. მათ სჭირდებოდათ გირკინი, ისეთი დევგმირი, რომელიც ყველას ამარცხებს, ხელმძღვანელობს პოლკებს და ბატალიონებს. მოსახლეობას სწყუროდა ეხილა რუსული სამყაროს დამცველები და ისინი იქნენ წარგზავნილი - პუშილინი, ბოროდაი, კურგინიანი. მათ არ აუხსნეს, რომ ახალი რუსული სამყაროს მშენებლები სასტიკად ვერ იტანდნენ ერთმანეთს იმიტომ, რომ მათ არ ესმოდათ იმ ზღაპრების, რომელიც თვითონ მოიფიქრეს. სინამდვილეში შეუძლებელია შეათავსო ერთმანეთთან კომუნიზმი და მართლმადიდებლობა, მონარქია და ანარქია, საბჭოთა ინტერნაციონალიზმი და ღია ფაშიზმი. მთელი ამ თვეების განმავლობაში რუსული გაზაფხულიდან მოყოლებული შესაძლებელი იყო დაკვირვება, როგორ ზედმიწევნით მკაცრად ცდილობდნენ მეზღაპრეები დაემალათ ნოვორასიის მშენებლობაში ფაშისტური ორგანიზაციების და მათ შორის სისხლის სამართლის დამნაშავე ბაბაევის და ბოსნიელი მუსულმანების მკვლელის სტრელკოვ-გირკინის მონაწილეობა. ქორწილი ორცოლიანი მოტოროლის, რომელიც უფრო მეტად ჰგავდა ,,სხადნიაკს“ ფილმიდან - ოდესისი 20-იანი წლების კრიმინალური მაფიის შესახებ, რომელიც იყო შეთავაზებული, როგორც სიყვარული ფრონტზე. მანდ უკვე მოროდიორებიც წამოეწივნენ, მანქანების გამტაცებლები, სუპერმარკეტების ყაჩაღები და თვითონ ,,რუსული გაზაფხული“, რომელიც გაიწელა ზაფხულის ბოლომდე, იქცა უზარმაზარ კრიმინალურ ტერიტორიად, რომელსაც უკვე ადგილობრივი მოსახლეობაც კი ტერორისტებს უწოდებდა. დასავლეთის შესახებ საუბარიც არ ღირს, რომელიც ძლივს გამოვიდა 2008 წლის აგვისტოს ტყულის შემდეგ და ევროკავშირსა და ნატოში გადაწყვიტეს, მეტი არასოდეს დაუჯერონ ბურატინოს ზღაპრებსა და დაპირებებს.
ზღაპარს ნოვორასიის შესახებ კიდევ ერთი დიდი ნაკლი აქვს. გარდა იდეოლოგიური ,,ბარდაგისა“, აბსოლუტურად გაურკვეველი იყო თუ როგორ აპირებდნენ მეზღაპრეები გამოეკვებათ, შეემოსათ და დაეკმაყოფილებინათ ისინი, ვინც მათ დაუჯერებდათ. რუსულ ზღაპარულ სამყაროში არის მხოლოდ ერთი მაგალითი, სადაც აყვავებაა ნაჩვენები - ჩეჩნეთი. და არა იმიტომ, რომ კავკასიის პატარა რესპუბლიკაში მხოლოდ ნობელის პრემიის ლაურეატები და ლიკუანის კლასის ეკონომისტები არიან, ბურატინოს ესმოდა, რომ ჩეჩნეთი კავკასიის დეტონატორია და უზარმაზარი თანხების ჩადების გარეშე, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან იქნა ამოღებული და ჩადებული ჩეჩნეთში, და ადგილობრივი დიქტატორის გარეშე მზარდი დაპირისპირების შეჩერება იყო შეუძლებელი. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ერთად აღებული ცხოვრობს 7-ჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე ჩეჩნეთში და მათი მოთხოვნები არის არათუ ნაკლები, არამედ -მეტიც.
ნოვორასიის ჩავარდნები პრაქტიკულად დაიწყო სწრაფად, როგორც კი ჩატარდა რეფერენდუმი. მეზღაპრეებს ეჩვენებოდათ, რომ ყველაფერი წავა კარგად, როგორც ყირიმში. ამიტომაც გაჩნდნენ თვითგამოცხადებული მეთაურები და სპიკერები, არავის მიერ არჩეული პარლამენტი და არავის მიერ დამტკიცებული გერბი და დროშა. ზღაპრული სიგიჟე ვითარდებოდა, როგორც სამედიცინო გართულება, რეციდივი. როდესაც გახდა გასაგები, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები არანაირ სამართლებრივ საფუძვლებს არ ფლობენ - არც აღიარება, არც ფული, გაჩნდა იარაღი და ბოევიკები, რომელბიც დაკავებულები იყვნენ ტერორით. საბოლოოდ, მეთაურები ჩამოვიდნენ რუსეთიდან, რათა მათ უხელმძღვანელონ. და ამით ზღაპარი დასრულდა.
დაიწყო რეალური ცხოვრება აფეთქებებით, ადამიანების მასობრივი მკვლელობები, ხანძრები და ხიდების აფეთქებები. ბურატინომ პირდაპირ და მარტივად გააგებინა ყველას - ეს უკვე ზღაპარი არ არის. იმ დროისთვის ის თავადაც მიხვდა, რომ ის სასტიკად მოატყუეს ამ მარავლრიცხოვანმა მეზღაპრეება, რომლებიც პირდებოდნენ რომ ,,რუსულ გაზაფხულს“ ხალხი შეხვდება ოვაციებით, ყვავილებით და ,,სამაგონის“ ბოთლებით, რომ მათ ყველას ძალიან უყვართ ზღაპრები, რომ მას იქ ყველა დაუჯერებს. მაგრამ ყველაფერი მოხდა პირიქით - სრულდება ყველაზე უსაშინლესი რუსული პროვოკაცია, რომელმაც სახიფათო ზღვარამდე მიიყვანა არა მხოლოდ ბურატინოს, არამედ მთელი რუსული სახელმწიფოს გადარჩენის საკითხი. უკრაინელებმა გაიხსენე, რომ მათ კარგად იციან ბრძოლა, მით უფრო, თუ ისინი იცავენ თავიანთ სამშობლოს, თავიანთ ქვეყანას.
ბურატინო დარჩა დიდი ცხვირით, როგორც ეს უნდა იყოს. ის დარჩა ოქროს გასაღების და იმ იმედის გარეშე, რომ იპოვის ზღაპრულ ქვეყანას, სადაც ის გახდებოდა იმპერატორი. სინამდვილეში, ზღაპარი ბურატინოზე იტალიურია, მოფიქრებული სხვა ხალხის მიერ, რომლებმაც ააშენეს რომი და ვენეცია, ფლორენცია და ნეაპოლი. ალექსანდრე ტოლსტოის მიერ ნასესხები იდეა ლამაზია მხოლოდ წიგნში და მხოლოდ ბავშვებისთვის. როდესაც დიდი ბიძია პუტინი ფიქრობს, რომ ის ზღაპრული ბურატინოა, იდეაში ,,ყარაბას-ბარაბასია“ - საუკეთესო რეპუტაციის გმირი, რომელიც უბრალოდ ვალდებულია, საკუთარ კარადაში, ლურსმანზე დაკიდოს სულელი რუსი ბურატინო. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. თავისი ჩანაფიქრით, ალექსეი ტოლსტოიმ განიზრახა, გადმოეტანა ზღაპარი რუსულ ენაზე, ჯერ კიდევ 1936 წელს, რომელშიც ბურატინო - ზედგამოჭრილი პუტინია. როგორც ყველა დანარჩენი საბჭოთა ეპოქის გმირი.
ოლეგ პანფილოვი
მასალის გამოყენების პირობები






