ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლის ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ომის წარმოების ახალი მეთოდის დემონსტრირებას ახდენს. იგი თვლის, რომ "უკრაინული სცენარი" შესაძლოა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ვიხილოთ, რისთვისაც ალიანსი მზად უნდა იყოს.
"შეიარაღებული, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ბოევიკები, რომლებიც აწყობენ არეულობას, იკავებენ ადმინისტრაციულ შენობებს, აქეზებენ და ამზადებენ სეპარატისტებს, უწევენ სამხედრო კონსულტაციას და ქმნიან დესატბილიზაციას, შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც ვიხილოთ. ნატო მზად უნდა იყოს ახალი "მწვანე კაცუნების" გამოჩენისათვის," - აცხადებს ბრიდლავი.
ანალოგიური მზადყოფნა უნდა გააჩნდეს, მისი აზრით, სხვადასხვა ქვეყნის პოლიციის, უშიშროებისა და არმიის ქვედანაყოფებს, რისთვისაც მათ სპეციალური, ქვეყნის ეროვნულ სპეციფიკაზე გათვლილი სწავლება უნდა ჩაუტარდეთ.
ბრიდლავმა ასევე გაიხსება ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მეხუთე მუხლი, რომელიც, დამტკიცებული აგრესიის შემთხვევაში, ნატოს წევრ ქვეყნებს კოლექტიური თავდაცვის განხორციელების უფლებას აძლევს.
მასალის გამოყენების პირობები






