როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, 24 წლის ჯიდო ფიცხელიანმა თავი მოიკლა. უწყების განმარტებით, არსებული მონაცემებით, მკვლელობა არ დასტურდება. მათი თქმით, თვითმკველობას თანამესაკნეებიც, მათ შორის გარდაცვლილის დეიდაშვილიც ადასტურებს. საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, საქმე პირად კონტროლზე ყავს აყვანილი სასჯელაღსრულების მინისტრ, გიორგი მღებრიშვილს, რომელიც სამძიმარს გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და ოჯახს ჰპირდება, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.
,,გარდაცვლილი საპირფარეშოში იპოვეს მისმა თანამოსაკნეებმა. საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურის ზედამხედველობით. ჩატარებულია სამედიცინო ექსპერტიზა და შედეგებს ველოდებით. ბრალდებულთან ერთად საკანში მისი დეიდაშვილი იმყოფებოდა, რომელიც დანარჩენ თანამესაკნეებთან ერთად ადასტურებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა",- აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






