თბილისელები სიხარულით შეეგებნენ შემდგარ TFW-ს (მიუხედავად დაგვიანების, "უნიკალური" სეზონის და მცირე-მასშტაბურობისა.Tbilisi Fashion Week ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენებით გაიხსნა, რომელიც მინიმალისტურ სტილში, თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი - ოქროსფერი დეტალებით. შემდგომ აკა ნანიტაშვილის ჩვენება გაიმართა ნაზად დატვირთული მაქმანებით და ხის აქსესუარებით, რომლის დასრულების შემდეგ უტა ბექაიას პერფორმანსი იხილეს after party-ზე მისულმა სტუმრებმა.კვირეულის მეორე დღე ნინო ბაბუხადიას ჩვენებით გაიხსნა, რომელიც დებიუტანტი გახლდათ TFW-ზე და საკმაო მოწონება დაიმსახურა. ეკა ბალანჩვაძის კოლექციაში შავი ფერი ჭარბობდა, რომელსაც მასიური ყელსაბამი და თმაში ჩამაგრებული ყვითელი ლენტები ახალისებდა.საღამოს ქარვასლაში ავთანდილის ჩვენება გაიმართა, მას შემდგომ დათუნა სულიკაშვილის ჩვენება მოყვა TFW-ის ტენტში.მესამე დღეს TEYO by TEONA GARDAPKHADZE კოლექცია ვიხილეთ, რომლის სოლო-გამოსვლაც (Atelier informal დაშლის შემდეგ) დებიუტად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. შემდგომ ლაკო ბუკიას კოლექციის ჩვენება გაიმართა და გიორგი შაღაშვილის კოლექციით დაიხურა მოდის კვირეული.



მასალის გამოყენების პირობები






