ბრალდების მხარემ დამენიასა და გუტიძისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, დაცვის მხარე კი გირაოთი მათ გათავისუფლებას ითხოვდა.
ყველა მათგანს გირაოს გადახდის ვადა განესაზღვრათ 20 დღს ვადით, რომლის გადახდის შემდეგაც ისინი გათავისუფლდებიან.
შეგახსენებთ, რომ დამენიას ბრალი 25-338-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც ქრთამის აღებაში დახმარებას ნიშნავს, ასევე სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმით ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთით ისჯება. ასევე სსკ 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 6 წლამდე აღკვეთით ისჯება და ბოლოს, სსკ 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ნიშნავს.
რაც შეეხება იზაბელა გუტიძეს, მას ბრალი სსკ 3 მუხლით წაუყენეს, კერძოდ, სსკ 210 მუხლის მე-2 ნაწილი, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება-გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხევაში ჯარიმით ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთით ისჯება. ასევე 362-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 6 წლამდე აღკვეთით ისჯება და ბოლოს, სსკ 375-ე მუხლი, რაც დანაშაულის დაფარვას
მასალის გამოყენების პირობები






