შსს-მ ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
სამართალი - 09:54, 16 Aug, 2014     1785

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების და ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1976 წელს დაბადებული საიედ ა. და 1989 წელს დაბადებული შაჰრამ რ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 12 ივლისს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, აფთიაქ „ფარმადეპო“-ში ფარულად დაეუფლნენ 230 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა საიედ ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში თბილისში, სხულუხიას ქუჩაზე, ხოლო შაჰრამ რ. რამიშვილის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ 10 ივლისს საიედ ა-მ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე „ბი-თი-ეი“ ბანკის მოლარე-ოპერატორს 650 ევრო და 1900 დოლარი მოჰპარა, ხოლო იმავე დღეს, მელიქიშვილის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურში თაღლითურად დაეუფლა 2 380 ლარს. საიედ ა-მ თანამზრახველ შაჰრამ რ-სთან ერთად 11-12 ივლისს ანალოგიური დანაშაულები თბილისშიც ჩაიდინა, კერძოდ: ბრალდებულებმა მეველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურიდან – 3 700 დოლარი, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „i phone+“-ის მაღაზიიდან 5 250 ლარი და ორი ცალი ძვირადღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს.

გამოძიება ქურდობის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42