შიდა და საერთაშორისო ძებნა - პროკურატურის ალოგიკური გადაწყვეტილება - კობიძე
სამართალი - 22:54, 15 Aug, 2014     4205
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ:

პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება უნდა მოხდეს ქვეყნის შიგნით ძებნის გამოცხადების შემდეგ ან მის პარალელურად.

ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა არ გამოცხადდება, თუ დაკავშირებულია პოლიტიკურ მოტივებთან.


პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შიდა ძებნასის გამოცხადებასთან დაკავშრებით ,,ნიუპოსტთან“ სამართლებრივ შეფასებას აკეთებს ,,რეფორმატორთა კლუბის“ ექსპერტი ირაკლი კობიძე.

ექსპერტი შიდა და საერთაშორისო ძებნის სამართლებრივ დეტალებზე საუბრობს და განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს შიდა ძებნა და რა პროცედურებია საჭირო იმისათვის, რომ ბრალდებული პირის მიმართ განხორციელდეს საერთაშორისო ძებნა.

,,იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს ბრალდებულად ცნობენ და იგი არ ცხადდება სასამართლოში, ანუ მის მიმართ ვერ ტარდება სისხლის სამართლებირვი დევნა, მას შემდეგ რას სასამართლო ამ ადამიანის მიმართ გამოიტანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გადაწყვეტილებას, ასეთი ადამიანების მიმართ, იმისთვის რომ ის წარმოდგენილი იქნეს სასამართლოზე, ცხადდება ძებნა. ძებნა არსებობს ორი სახის - შიდა ძებნა, ანუ ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს სამართლადამცავი ორგანოების მიერ ასეთ დროს ტარდება ქვეყნის ტერიტორიაზე ბრალდებულის შიდა ძებნა. იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულია, რომ ადამიანი არ იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე, მაშინ ამ ქვეყნის სამართლადამცავები აცხადებენ საერთაშორისო ძებნას. მაგრამ შიდა ძებნისაგან განსხვავებით, საერთაშორისო ძებნაში უკვე ერთვება ისეთი საერთაორისო ორგანიზაცია, როგორიც არის ინტერპოლი. საერთშორისო ძებნა რომ გამოცხადდეს, სპეციალური წესების შესაბამისად, რომელსაც არეგულირებს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთობას ინტერპოლთან, იქ გარკვევით წერია, რომ შესაძლებელია საერთაშორისო ძენბის წარმოებაზე ინტეპოლმა უარი განუცხადოს ძებნის ინიციატორებს, თუკი შეინიშნება და საქმის მასალებით დგინდება, რომ საქმე გვაქვს არა სისხლის სამართლებრივ დევნასთან, ამ ტერმინის კლასიკური გაგებით, არამედ საქმე გვაქვს პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური სარჩულით სამართალწამოებასთან. ეს შეიძლება გახდეს უარის მიზეზი.

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გამოაცხადეს შიდა ძებნა, კობიძე ამბობს, რომ შიდა ძებნის გამოცხადებას აზრი არ ჰქონდა და ეს არალოგიკურია, გმომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილის საქართველოში არყოფნა დადასტურებულია.

,,ყველამ კარგად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთვება ნიუ-იორკიდან, აძლევს ინტერვიუებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს არის დადასტურებული რომ ეს ადმიანი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში არა საერთაშორისო, არამედ შიდა ძებნის გამოცხადება რა თქმა უნდა, ალოგიკურია. გამომდინარე აქედან, იბადება სრულიად საფუძვლიანი ეჭვი, რომ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისგან იმიტომ იკავებს მთავრობა და პროკურატურა თავს, რომ არსებობს რისკი და მოლოდინი, რომ ინტერპოლი ეტყვის მათ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიმართ წარმოებული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მე თქვენ საერთაშორისო ძებნის წარმოებაზე გეუბნებით უარს“, - აცხადებს ექსპერტი.

კობიძე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშრებულ პროცედურებსაც განმარტავს და ამბობს, რომ არასწორია თითქოს, საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ფორმალურად წინ უნდა უსწრებდეს შიდა ძებნა. ექსპერტის თქმით, სააკაშვილის შემთხვევაში პროკურატურას უნდა გამოეცხადებინა პარალელური და არა შიდა ძებნა, რომელიც აზრს მოკლებულია.

,,დღეს ითქვა ასეთ რამ, რომ ვიდრე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება, მას ფორმალურად და სამართლებრივად უნდა უსწრებდესო შიდა ძებნის გამოცხადებაო, ეს არ არის სიმართლე. წესი, რომელიც არეგულირებს ჩვენი სამართლადამცავების ურთიერთობას საერთაშორისო ორგანოებთან, მარტივად წრია, რომ შესაძლებელია ჯერ გამოცხდდეს შიდა ძებნა და შემდგომში საერთაშორისო, ან ორივე ერთად, პარალელურად. ამ პარალელური ძებნების გამოცხადება გაითვალისწინა კანონმდებლობამ ზუსტად იმიტომ, რომ თუკი ადამიანი, რომელიც პასუხისგებაში მიეცა, იმ კონკრეტულ მომენტისთვის დადასტურებულია, რომ იმყოფება უცხოეთში, შიდა ძებნას აზრი აღარ აქვს და ამ შემთხვევაში უკვე შიდა და საერთაშორისო ძებნის განხორციელება ხდება ერთდროულად, ნებისმიერ შემთხვევაში ინტერპოლისათვის მიმართვით. გამომდინარე აქედან, საკითხი ბადებს ეჭვებს, თუ რატომ იკავებს თავს საქართელოს ხელისუფლება და კონკრეტულად პროკურატურა საერთაშორისო ძებნის ინიცირებისაგან“, - აცხადებს კობიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42