კიევში ადმინისტრაციული მომსახურების ოფისი გაიხსნა. უკრაინაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აქტიურად მიმდინაფეობს იუსტიციის სახლების რეოფრმირების პროცესი, რომელშიც ქართველი სპეციალისტები არიან ჩართული. საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინელ კოლეგებს იუსიტციის სახლების რეფორმასთან დაკავშირებით ყველა იმ გამოცდილებას უზიარებდნენ, რაც მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცემს ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე შეძლომ სრულყოფილი მომსახურების მიღება.
ადმინისტრაციული მომსახურების ოფისი გაიხსნას, დღეს კიევში, უკრაინის იუსტიციის მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ ქართველი სპეციალისტებიც. ,,ნიუპოსტი“ ქონების რეგისტრაციის სისტემის საკითხებში ექსპერტს მუხრან ბურჭულაძეს ესაუბრა, რომელიც დღესვე კიევიდან საქართველოში ბრუნდება.
ბურჭულაძე ამბობს, რომ ამ ოფისის გახსნა იუსტიციის სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგია. ,,ეს პილოტური პროექტის ნაწილია, სადაც კონცეფციების რეალიზება ხდება, რომლის მიხედვით გამოირიცხება კორუფციის ყოველგვარი შესაძლებლობა. მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება, გამარტივებული მეთოდით განკარგოთ საკუთარი უძრავი ქონება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეისათვის კი კიევის მოსახლეობას ვეპატიჟებით, რათა მიიღონ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება“, - აცხადებს ბურჭულაძე.
ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრების ახალ სისტემაზე წერს უკრაინული მედია, რომელიც ქართველი ექსპერტების შესახებაც საუბრობს.
დოკუმენტების შეტანის პროცედურა ადმინისტრაციულ მომსახურების ოფისში 10 წუთამდე შემცირდა - ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

,,ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრების ახალი სისტემის დანერგვის შედეგად, სადაც მოქალაქეებს ინდივიდუალურად შეუძლიათ მიიღონ სპეციალისტების რჩევები და მათი მეშვეობით შეავსოს ყველა დოკუმენტი, თითქმის მთლიანად აღმოფხვრა ის პრაქტიკა, როდესაც მომხმარებელს უკან უბრუნებდნენ დოკუმენტებს შეცდომების გამო“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი პაველ პეტრენკო. მან დღეს მოინახულა სამოდელო ადმინისტრაციული მომსახურების ოფისი, რომელიც ორი კვირაა ფუნქციონირებს კიევში.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ სისტემის დანერგვამ დადებითად იმოქმედა მომსახურების ხანგრძლივობაზე და ყველა საჭირო პროცედურა სულ რაღაც 10 წუთის განმავლობაში სრულდება. ამის გამო ორ კვირაში შესრულდა 10000ზე მეტი ოპერაცია.
იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ მოდელის შესაბამისად შეიქმნება ანალოგიური ოფისრბი მთელს უკრაინა.
"ამ შემოდგომაზე ჩვენ დავნერგავთ ამ მოდელს, როგორც მინიმუმ, რაიონულ ცენტრებში და ქალაქებში. წლის ბოლოსთვის, ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემის გავრცელება ადმინისტრაციული მომსახურება ყველა ცენტრში ", - განაცხადა პაველ პეტრენკომ.
დადებითად შეაფასა პირველი ორი კვირის მუშაობა მრჩეველთა ჯგუფის წევრმა, ქართველმა ექსპერტმა ქონების რეგისტრაციის სისტემის საკითხებში მუხრან ბურჭულაძემ.
"ახლა აქ ყველას შეუძლი მიიღოს მომსახურება სწრაფად და კომფორტულად, ყოველგვარი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე. უახლოეს მომავალში ყველა უკრაინელი მიიღებს იგივე დონის მომსახურებას და, რაც მთავარია, ასეთი სისტემა, აღმოფხვრის კორუფციის ნებისმიერი შესაძლებლობას"- აცხადებს ქართველი ექსპერტი.


მასალის გამოყენების პირობები






