იქ, სადაც უკრაინელებს არ ეფესტივალებათ, ჩვენ, ქართველებს გვეფესტივალება
პოზიცია - 18:06, 15 Aug, 2014     2762

,,კაზანტიპის“ ფესტივალი საქართველოში - არარსებული პოლიტიკური სოლიდარობა და жалкое подражание запада… რამდენად არის საქართველოს იმიჯისთვის “მომგებიანი” და მორალურად გამართლებული?

რას ფიქრობენ პოლიტიკოსების ,,კაზანტიპის“ ფესტივალის საქართველოში ჩატარებაზე.

ანაკლიაში ,,კაზანტიპის“ ფესტივალთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ,,ფესიბუქის“ გვერდზე აქვეყნებენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი.


ბაჩუკი ქარდავა:

,,შინა პატიმრობა“ როგორც იურისტმა ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ,,შიდა ძებნა“ ნამდვილად არ გამიგია, ამიტომ რაც არ გამიგია იმაზე არ ვისაუბროთ. მითუმეტეს ჩვენი საზოგადოება სულ უფრო და უფრო უახლოვდება იდეოლოგიურ გზაგასაყარს, რის გამოც საქართველოში, ალბათ სულ მალე, მთავარი ბრძოლა გაიმართება. ამიტომაც ვისაუბროთ ამაზე და ამჯერად, კაზანტიპით დავიწყოთ.

კაზანტიპის შესახებ, ალბათ ცოტამ თუ იცის, თორემ ასეთი აღტყინებული არ იქნებოდა ჩვენი ,,თავისუფლების მოტრფიალე“ თუ ,,ტრადიციების გადამრჩენი“ საზოგადოება. დასაწყისშივე ხაზს ვუსვამ, რომ კაზანტიპის მორალურ-ზენობრივ მხარეზე არ ვაპირებ დეტალურ საუბარს... ამორალური და ცოდვის მატარებელი ჩვენს ირგვლივ იმდენია, დაწყებული შესაბამისი ,,დაწესებულებებით“ დამთავრებული ადამიანური ყოველდღიური ყოფით, რომ ამაზე თითოეულმა თავად ვიფიქროთ.

ამ შემთხვევაში, კაზანტიპთან მიმართებაში, ჩვენს მაღალ ,,პოლიტიკურ სოლიდარობაზე“ მინდა ყურადღება გავამახვილო.

ყველას გვახსოვს ჯინსების თაობა. საბჭოთა რეჟიმის პირობებში, იმპერიისთვის ჯინსი მიუღებელი სამოსი იყო, როგორც თავისუფლების გარკვეული გამოხატულება, თუმცა არც მარტო ჯინსის ტარებით ხდებოდი თავისუფალი სამყაროს ნაწილი, თუკი ეს თავისუფლება შენი შინაგანი მდგომარეობა არ იყო.

,,კაზანტიპი“ საბჭოთა სივრცეში წარმოშობილი, ერთგვარი პროტესტის მატარებელი მოვლენა იყო, მაგრამ არა სრულფასოვანი დასავლური ღირებულების მქონე, არამედ ის საბჭოთა სინამდვილეში წარმოშობილი პატარა კუნძული იყო და მარტივად რომ ვთქვათ, აქ ერთი ჩემი იატაკქვეშელი პეტერბურგელი მეგობრის ნათქვამი მახსენდება: жалкое подражание запада… ისევე როგორც ყველა რუსული, რაც მოგვიანებით, რიგმა მესამე რომის იდეის აპოლოგეტებმა დასავლურ იდეოლოგიად მონათლეს. მთელი უბედურებაც ის არის, რომ დღეს ჩვენში, მესამე რომის იდეის ფარული მიმდევარი ქართველები, (წარჩინებულ ქართველებს რომ უწოდებენ თანაც), გამოდიან და კაზანტიპს, ქართული ტრადიციისთვის შეუფერებელ დასავლეთიდან წამოსულ ცოდვას და გარყვნილობას უწოდებენ.

დღეს რომ ბებოები ანაკლიაში კაზანტიპის ჩატარებით კმაყოფილი არიან და ცოტა ბრაზობენ კიდეც, რამემ ხელი არ შეუშალოს და სარგებელს არ გამორჩნენ, ეს კი არ არის პრობლემა, მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, ის არის, რომ ოკუპირებული ყირიმის ფონზე, მაშინ როცა შესაბამისად ვერ თუ არ ავყევით უკრაინის მხარდამჭერ და რუსეთის საწინააღმდეგო დასავლურ რიტორიკას, ყირიმიდან კუდამოძუებული რუსების გასართობი კაზანტიპი სარგებელისა და სხვადასხვა უნიჭო მიზეზებით, ანაკლიაში დავაბინავეთ და თანაც იმედიანად.

კაზანტიპის შემთხვევაში ჩემთვის, ცოდვა და გარყვნილობაც სწორედ ისაა, რომ იქ სადაც უკრაინელებს არ ეფესტივალებათ, ჩვენ ქართველებს გვეფესტივალება, ყირიმში თავზე დამხობილი ტახტი რესპუბლიკის მეფეს ანაკლიაში დავუდგით, როგორმე რუს გოგო-ბიჭებს გართობა არ მოაკლდეთო და თან ამ ყველაფერზე, მორალის ეგიდით მოლაპარაკე მესამე რომის მიმდევარ ქართველებს საშუალება მივეცით, ეს ყველაფერი ევროპულ ამორალიზმად და ცოდვების თავისუფლებად წარმოეჩინათ.

სულ ეს გახლავთ, თორემ გნებავთ კაზანტიპში ამოყავით თავი და გნებავთ ბორა ბორაზე... მე პირადად, სულ აქვე ანაკლიასთან ახლოს გახლავართ და ჩემი თავისუფლება კაზანტიპის მოლოდინით არ იწყება და არ მთავრდება....“, - წერს ბაჩუკი ქარდავა.

სალომე ზურაბიშვილი:

,,კაზანტიპი სირცხვილია !... არა იმ " მორალური” მიზეზების გათვალისწინებით, რომლის გამო ეკლესია ხან გმობს და ხან “შესწორებების შეტანის გამო” (სიტყვა შესწორებაზე ბაგრატის ტაძარი მახსენდება) აღარ კრძალავს....

მთავარი ამორალიზმი ამ ფესტივალისა სხვა რამეში მდგომარეობს: მისი ტრადიციული “კლიენტები” არიან უკრაინელები და რუსები (და ნაკლებად სხვა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების ქვეყნების მოქალაქეები) ... აქ დასავლეთ ევროპიდან არავინ ჩამოდიოდა და არც არაფერი სმენიათ იმის შესახებ ...

და აბა ვიკითხოთ: ვინ არიან ის უკრაინელები ვისაც დღეს ეცეკვებათ როცა ქვეყანა ომში იმყოფება და უკვე ამდენი სხვრეპლია ... ან რა მხარდაჭერაა საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის როცა ყირიმის ოკუპაციის შედეგად გაუქმებული კაზანტიპი გადავარჩინეთ (ყირიმი არა კაზანტიპი!!!) და აქ გადმოვიტანეთ. ... ნუთუ რუსების იმედით (ორგანიზატორი და ინიციატორი ხო რუსეთშია) ვაწყობთ და რუსების გასართობად....

არავინ მითხრას შემოსავალი და მოგებაო.... ის ორი გროში რასაც ანაკლიელბს გადაუგდებენ (ნაგავთან ერთად მერე გასაწმენდი რომ გახდება მთელი საწღვაო ზოლი) ისე გაქრება როგორც ქრებოდა არჩევნების დროს გაყალბებაზე მიღებული “ტალენტები” ... ამითი არც არავინ გამდიდრდებულა და ვერც სხვა გამართლება უპოვია...

ისე ერთი კარგი აზრი მაქვს: იმ აშენებულ დროებით საცხოვრებლებში ხომ არ გაუმასპინძლებოდა საქართველო უკრაინელ ბავშვებს (ორივე მხრიდან ანუ ასევე სეპარატისტულ რეგიონებიდან გამოყვანილებს) ... ამისთვის დარწუნებული ვარ ევროკავშირის და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების მიღება შესაძლებელია.... უკრაენელებს, სირიელი, ერაყელი, იეზიდები, პალესტინელი ბავშვებიც დავუმატოთ და მართლაც ზეიმი და ფესტივალი გამოგვივა საქართველოს საკადრისი!... საქართველოს იმეჯისთვის “მომგებიანი” და მორალურად გამართლებული .....

მგონი კარგი აზრია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42