უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ დევიდ კემერონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი და პრეზიდენტის ქმედებებისადმი. იგი ასევე დაინტერესდა ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობით.
პოროშენკომ კემერონს მოვლენების განვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე მოვლენების გამო, კერძოდ იმ ფაქტით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ტექნიკა შემოდის.
მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა კრიზისის მოგვარებისთვის დიალოგის წარმოებასთან დაკავშირებით. კემერონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






