დიპლომატიური წყაროები ბრიუსელიდან იუწყებიან, რომ უკრაინას, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა უნდა შედგეს, ევროკავშირი პუტინისა და პოროშენკოს პირისპირ შეხვედრას ამზადებს.
ამის შესახებ „ტვიტერზე“Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ლორენს ჰორმანი წერს.
„ჟოზე მანუელ ბაროზუ აპირებს მოამზადოს შეხვედრა პუტინსა და პოროშენკოს შორის. შეხვედრა ბუნებრივი აირისა და ვაჭროების თემას მიეძღვნება. როგორც შემატყობინეს, შეხვედრა სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართება“, - წერს ჟურნალისტი.
მისივე ინფორმაციით პოროშენკოსა და პუტინის პირისპირ შეხვედრის შესახებ გავრცელებული ცნობა „ევროკავშირის თანამდებობით მეორე პირმა“ დაუდასტურა.
აღნიშნულის შესახებ უკრაინული მხარე კომენტარს არ აკეთებს, რადგან სამმხრივი მოლაპარაკებების შესახებ შეთანხმება ბაროზუსა და პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს იქნა მიღწეული, პეტრო პოროშენკოს მონაწილეობის გარეშე.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






