„ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთის „ჰუმანიტარულ დახმარებას“ თვალყურს ადევნებენ, სოციალურ ქსელში წერენ რუსეთის სამხედრო კოლონაზე და ჯავშანტექნიკაზე, რომელიც უკრაინაში რამდენიმე საათის წინ შევიდა. მათი განცხადებით „თეთრი ცხენის“ შემადგენლობაში სამხედრო ტექნიკა შედის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამის შესახებ ინფორმაცაის „The Guardian“-ისა და „The Telegraph“-ის კორესპონდენტებიც ავრცელებენ.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, იქ სადაც „ჰუმანიტარული დახმარების“ ბანაკი მდებარეობს, შემჩნეულია სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. რედაქციის ცნობით, ბანაკთან თავდაპირველად ათამდე ჯავშანტრანსპორტიორი იყო თავმყორილი.
ამ ინფორმაციას ასევე ადასტრურებს „ნიუ იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტიც, რომელიც „ჰუმანიტარული დახმარების“ ავტომობილებს თვალყურს ადევნებს. მისი განცხადებით, კოლონასთან ერთად უკრაინაში სამხედრო სარაკეტო დანადგარები „ბუკებიც“ შევიდა.
„ეხო მოსკვიმ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, რუსული სამხედრო ავტომობილების მცირე კოლონამ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
დადასტურებულ ინფორმაციას ავრცელებს პოლონური საინფორმაციო სააგენტო „niezalezna.pl“: „რუსული არმია უკრაინაში შედის, ეს შეჭრის დასაწყისია?“- წერს რედაქცია.
„გარდიანის“ კორესპონდენტი კი 23 ჯავშანტრანსპორტიორის შესახებ იუწყება. მისი ცნობით, სამხედრო ტექნიკა გუშინ, საღამოს შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე.
ამ ინფორმაციას ადასტურებს „The Daily Telegraph“-ის კორესპონდენტი როლანდ ოლიფანტიც.
როგორც ჩანს, ე.წ. „ჰუმანიტარული დახმარების“ მიზანი გაცილებით მნიშვნელოვანი ქმედებებისგან ყურადღების გადატანა იყო.
„რუსი სამხედროები უკრაინის საზღვარს კვეთენ. ფარული შეჭრა თვალსაჩინო ხდება“, - წერს საკუთარ „ტვიტერზე“ ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






