„ბრიფინგზე წარმოდგენილი იქნება მასალები იმ დარღვევების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს მხრიდან და ყოფილი გენერეალური დირექტორის მოადგილის, გიორგი ბარათაშვილის მხრიდან. ბრიფინგის შემდეგ ეს მასალები გადაეგზავნება პროკურატურას და პარლამენტს. ბრიფინგის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორისა, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრების.“- აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის 5 დირექტორობის მსურველი.
„დოკუმენტებს რომელსაც ჩვენ წარუდგებთ პროკურატურას ბევრი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგენა მოჰყვება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები არიან დანიშნულნი პრეზიდენტის პირდაპირი რეკომენდაციით, რაც კანონდარღვევაა, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი ,ამას გარდა მათ მრავალი დარღვევა აქვთ. მაგალითად ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასართობ გადაცემაზე, კერძოდ კი, ევროვიზიაზე სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციით არ უნდა დახარჯულიყო 256 ათასი ლარი,მაგრამ ეს თანხა მაინც დაიხარჯა.“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი აზრით, სამეურვეო საბჭო უშუალოდ არის დამოკიდებულ პრეზიდენტზე და ამას ადასტურებ ის ფქტი, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე განცხადების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილის დანიშვნა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის დამტკიცებას ნიშნავს გენერალურ დირექტორის თანამდებობაზე“-აცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის ყოფილი პრეტენდენტები ,,ნიუპოსტთან“ საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






