მოგვიანებით ნატოსკოპს სტუდენტები და ცენტრის მოხალისეებიც გამოცდიან. პირველობისთვის 30 ახალგაზრდა იბრძოლებს. მონაწილე რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს დასაჩუქრდება ნოუთბუქით “ACER ASPIRE ONE “.
„ნატოსკოპი“ არის ონლაინ-თამაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ. თამაშის მიზანია ცოდნის ამაღლება ნატოს, ნატო-საქართველოს, უსაფრთხოების საკითხებისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ.
თამაში 4 ტურისგან შედგება. ყველა ტურში 10 კითხვაა. მოთამაშეს თითო კითხვაზე პასუხის გასაცემად 30 წამი ეძლევა. პირველი ტურის გასავლელად პასუხი უნდა გასცეთ მარტივ კითხვებს ნატოს შესახებ. მეორე ტურში უნდა შეძლოთ ნატოს წევრი თუ არაწევრი ქვეყნის დროშების ამოცნობა. მესამე ტურის გასავლელად ნატოს ისტორიის, სტრუქტურისა და ფუნქციების ცოდნა დაგჭირდებათ. მეოთხე, სამხედრო, ტურის გავლის შემთხვევაში გენერლის სტატუსი მოგენიჭებათ.
ონლაინ-თამაში ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება, მის ნახვას სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფიციალურ გვერდზე შეძლებთ.
მასალის გამოყენების პირობები






