საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე მისი დაცვისქვეშმყოფისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
„მე არ ვთვლი, რომ ყველა ბრალდება მტკიცებულებებით არის დამტკიცებული, მე მაქვს ინფორმაცია , რომ საქმის მასალების გარკვეული ნაწილი ბიძინა ივანიშვილთან იმყოფებოდა, არ გამოვრიცხავ მტკიცებულებებით მანიპულაციას ჰქონდეს ადგილი, უნდა შევაფასოთ რა სარგებელი მიიღო ამ ხარჯების გაწევით საქართველომ“, - განაცხადა კახიძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. საუბარია 8 მილიონზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე. საგამოძიებო ორგანომ ბრალი წარუდგინა სახემლწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც.
მასალის გამოყენების პირობები






