მისი თქმით, იმ სიტუაციის გათვალიწინებით, რომ ევროპა დაინტერესებულია ენერგო რესურსების დივერსიფიკაციით, ირანის გაზის მარაგი ამაში დიდ როლს ითამაშებს.
მეჯედის განცხადებით განიხილება რამდენიმე მარშუტი, მათ შორის თურქეთის, ერაყის, სირიის, კავკასიის და შავო ზღვის, მისი აზრით კი ყველაზე რეალური თურქეთის მარშუტია.
”ნაბუკო” ირანული გაზის გარეშე უსარგებლო იქნება - აცხადებს ალი მეჯედი.
”ნაბუკოს” პროექტის მზადება 2002 წელს დაიწყო, მისი მშენებლობის დაწყება 2011 წელს დასრულება კი 2014 -ში იგეგმებოდა, მაგრამ პროექტის რეალიზაცია რამდენიმეჰჯერ გადაიდო გაზის მომმწოდებელი ქვეყნების პრობლემების გამო, 2011 წელს კი განაცხადეს რომ პროექტის ამოქმედება 2018 წლისთვის გადაიდო. 2013 წლის ივნისში გამოცხადდა რომ პროექტი დაიხურა და პრიორიტეტულად ადრიატიკის გაზსადენი გამოცხადდა.
”ნაბუკოს” პროექტი კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოპოვებული გაზის საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპაში ტრანსპორტირებას ისახავს მიზნად. რთული გეოგრაფიული რელიეფის გამო, პირდაპირ ირანსა და თურქეთს შორის გაზსადენის გაყვანა შეუძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები






