ადვოკატი რომეო საჯაია იმ შეხვედრის დეტალებზე საუბრობს, სადაც მისი თქმით ბარბარე რეფალიანცის მკვლელობა დაიგეგმა.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ადვოკატი განმარტავს, შეხვედრას კოალიციის წევრებთან ერთად ესწრებოდა „რუსთავი 2“ - ის დამფუძვნებელი ეროსი კიწმარიშვილი და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. ადვოკატის თქმით, არსებობს ერთ-ერთი ვერსია, რომლის მიხედვით ეროსი კიწმარიშვილი აპირებდა აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებას, რასაც შეიძლება მისი სიკვდილი უკავშირდებოდეს.
ადვოკატის განცხადებაზე ,,ნიუპოსტი“ კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
,,გამოძიებას აგრძელებს ცენტრალური კრიმინალური პოლიცია და გამოძიების დასრულებამდე რაიმე სახის დამატებით ინფორმაცია და დამატებით კომენტარი არ გაკეთედება“, - განუცხადეს ,,ნიუპოსტს“ შსს-ში.
მასალის გამოყენების პირობები






