ექსკლუზივი: კიწმარიშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამჟღავნებას აპირებდა?
სამართალი - 12:58, 13 Aug, 2014     33915

ადვოკატი რომეო საჯაია იმ შეხვედრის დეტალებზე საუბრობს, სადაც მისი თქმით ბარბარე რეფალიანცის მკვლელობა დაიგეგმა.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ადვოკატი განმარტავს, შეხვედრას კოალიციის წევრებთან ერთად ესწრებოდა „რუსთავი 2“ - ის დამფუძვნებელი ეროსი კიწმარიშვილი და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.

საჯაიას თქმით, სწორედ ნაცვლიშვილი და კიწმარიშვილი იყვნენ წინააღმდეგი იმ გეგმის, რაც კოალიციას ჰქონდა და ამბობდნენ, რომ ე.წ. ციხის კადრები საზოგადოებაში აგრესიის გამოსაწვევად საკმარისი იყო.

„ეს ყველაფერი დაიგეგმა წინასარაჩევნოდ, ციხის კადრების გასვლის შემდეგ. ალბათ, კიდევ იყო საჭირო ტრაგედია, რომელიც „ქართული ოცნების“ ოპონენტებს დაბრალდებოდათ. ამიტომ შემუშავდა სხვადასხვა გეგმა. ერთ-ერთი გეგმა იყო, ბარბარე რაფალიანცის გატაცება და გადამალვა. შემდეგ კოალიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ არ იქნებოდა ეს საკმარისი საზოგადოებაში შოკის გამოსაწვევად და გადაწყვიტეს ეს ყველაფერი დასრულებულიყო ტრაგედიით. ეს არის მკვლელობა, ეს აწყობდა მაშინ „ქართულ ოცნებას“. მკვლელობის შემდეგ მანანა ბერიკაშვილმა რაფალიანცის ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მას ჰქონდა ჩანაწერები, სადაც ასახული იყო, რომ ეს გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითმა წევრმა. რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ ოჯახმა მიმართა ბერიკაშვილს და სთხოვა , რომ ეს კადრები ეჩვენებინა, თუმცა ბერიკაშვილმა განუცხადა, რომ ეს კადრები შემთხვევით წაეშალა. ასევე არის სხვა გარემოებებიც, რა უნდოდა ირაკლი ალასანიას იმ დროს კახეთში, როდესაც ზუგდიდში უნდა ყოფილიყო დილის 8:00 საათზე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მაშინ მან აბსურდული განმარტება გააკეთა ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს რომეო საჯაია.

ადვოკატის თქმით, არსებობს ერთ-ერთი ვერსია, რომლის მიხედვით ეროსი კიწმარიშვილი აპირებდა აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებას, რასაც შეიძლება მისი სიკვდილი უკავშირდებოდეს.

„როგორც წყარო გვატყობინებს, ორი თუ სამი ადამიანი წავიდა წინააღმდეგი ამ მკვლელობის და ამბობდნენ, რომ ეს არ იყო აუცილებელი. ეს ადამიანები იყვნენ ეროსი კიწმარიშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი... ამის მიუხედავად, ამ ადამიანებმა უმრავლესობის გადარწმუნება ვერ შეძლეს და ამან გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება. ვერ გეტყვით ეროსი კიწმარიშვილი ამ შეხვედრაზე რა სტატუსით იმყოფებოდა, თუმცა იმ დროს ის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. არის ვერსია, რომ შესაძლებელია ეროსი კიწმარიშვილი აპირებდა ამ ინფორმაციის გამჟღავნებას და შეიძლება სწორედ ამას უკავშირდება მისი სიკვდილი“, - განაცხადა საჯაიამ.

ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42