შსს “პრობლემურ მონაკვეთებზე” საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
2013 წლის 6 თვეში “პრობლემურ მონაკვეთებზე” 523 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის დროსაც 87 ადამიანი დაიღუპა, 947 კი დაშავდა; 2014 წლის 6 თვეში კი დაფიქსირდა 567 ფაქტი, რომლის დროსაც 70 ადამიანი დაიღუპა, 1006 - კი დაშავდა.
საქართველოში გამოვლენილი საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევების სახეობებში პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების შეჯახება, მეორე ადგილზეა შეჯახება დაბრკოლებებზე, მესამეზე - შეჯახება და ამობრუნება, მეოთხეზე - შეჯახება ქვეითზე, ბოლო ადგილზეა შეჯახება ველოსიპედით.
“პრობლემურ მონაკვეთებზე” ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა მანევრირების წესების დარღვევა, მეორე ადგილზეა დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული შემთხვევები, შემდეგ მოდის შემხვედრ ზოლში გადასვლა, ბოლო ადგილზეა ტექნიკური გაუმართაობა.
რაც შეეხება საქართველოში საავტომობილო მაგისტრალებზე მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას და პროცენტულ მაჩვენებელს, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის მონაკვეთზე დაფიქსირდა (2013 წელი - 229 შემთხვევა, 2014 - 257); შემდეგ მოდის სენაკი-ფოთი-სარფის მონაკვეთზე (2013 წელი – 65 შემთხვევა, 2014 წელი - 29 შემთხვევა); ბოლო ადგილზეა ქუთაისი-ხონის მონაკვეთზე.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






