საია ,,ზილების რევოლუციის" საქმის კაზუსებზე მსჯელობს
სამართალი - 22:46, 21 Dec, 2012     829


,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოცემულ წიგნში "სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი", შესულია სისხლის სამართლის 21 საქმე. ერთ-ერთი ე.წ. ,,ზილების რევოლუციის" საქმე გახლავთ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საია სამი პირის: ხვიჩა მაჭარაშვილის, დავით ჯარმელაშვილის და ბონდო კაკაშვილის საქმის შესწავლას აწარმოებდა, სადაც არაერთი დარღვევა გამოვლინდა. საია-ს კვლევების თანახმად, გამოძიების მიმდინარეობისას, ტელევიზიით გავრცელდა ხვიჩა მაჭარაშვილის აღიარებითი ჩვენება, რაც საქმეში, ვიდეო-მასალის არსებობაზე მიუთითებდა, თუმცა, ვიდეო-მასალა დაცვის მხარეს იმ მოტივით არ გადაეცა, რომ გამოძიებას აღნიშნული ვიდეო არ ჰქონდა. დაცვის მხარის მიერ 2011 წლის 29 ივნისს ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გაიზომა ის ტერიტორია, საიდანაც, გამოძიების ვერსიით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა იქნა ამოღებული. გაზომვის შედეგად გამოვლინდა, რომ მითითებული ტერიტორია, კერძოდ, მიწის ორმო, იმდენად მცირე ზომის იყო, რომ მასში სტანდარტული იარაღის შესანახი 2 ყუთი და იარაღით სავსე რამდენიმე ტომარა ვერ ჩაეტეოდა. გამოძიების მსვლელობის პერიოდში, 2011 წლის ივლისის პირველ რიცხვებში, საქმის საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორი, პირადად შეხვდა ადვოკატებს და შესთავაზა საპროცესო შეთანხმების კონკრეტული პირობები, - თუ დაკავებულები აღიარებდნენ ბრალს, პროკურატურა მზად იყო მათთვის საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა. ბრალდებულები დეტალურად ყვებიან, პროკურატურის და სასამართლოს რომელი თანამდებობის პირები შედიოდნენ მათთან საკნებში, აიძულებდნენ ბრალის აღიარებას და ჩვენების მიცემას ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, არც იმას მალავდნენ, რომ ისინი ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებდნენ. პატიმრებმა, ამ პიროვნებების წინააღმდეგ, პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანეს. "ქართული პარტია" საია-ს დასკვნებზე ამახვილებს ყურადღებას და კიდევ ერთხელ მიმართავს საპარლამენტო კომისიას, ყველა ის პირი, ვინც დაკავშირებული იყო აღნიშნულ საქმესთან, შეყვანილ იქნას პოლიტპატიმართა სიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება სამართლებლივი და იურიდიული კაზუსი ერთსა და იმავე საქმეზე ზოგი პირი შეიძლება გათავისუფლდეს, ზოგს შეიძლება მიესაჯოს პატიმრობა და ზოგი საერთოდ გაქრეს სიიდან! სწორედ ეს შეთითხნილი საქმე იხილება სასამართლოში ამ ეტაპზე, სადაც პროკურატურის მიერ ირაკლი ოქრუაშვილი ბრალდებულია უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში. კვლავ ვთხოვთ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს, გაგვცეს წერილობითი პასუხი და მათ პოზიციასთან დაკავშირებით დასაბუთებული განმარტება გააკეთოს", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42