"მელნიკოვს პროკურორებმა ცრუ ჩვენება მცირე სასჯელის სანაცვლოდ მიაცემინეს"
სამართალი - 11:06, 12 Aug, 2014     2194

კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ოლეგ მელნიკოვმა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ცრუ ჩვენება პროკურორების ზეწოლის შედეგად მისცა.

მისი თქმით, პროკურორები ამ ჩვენების სანაცვლოდ მელნიკოვს სასჯელის შემცირებას დაჰპირდნენ.

„ამ ჩვენებას თავდაყირა არაფერი არ დაუყენებია. მელნიკოვმა ცრუ ჩვენება მისცა. მელნიკოვის მიმართ საქართველოს პროკურატურა ახორციელებდა უპრეცედენტო ზეწოლას და საბოლოოდ მცირე სასჯელის დაპირებით დაიყოლიეს, რომ მიეცა ცრუ ჩვენება. მელნიკოვთან ციხეში შედიოდნენ პროკურორები და ჰქონდათ სხვადასხვა სახის დაპირებები და როგორც ჩანს ამ მცირე სასჯელის დაპირებამ შედეგი გამოიღო“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვი ყველა ეპიზოდში თავს დამნაშავედ ცნობს.მისი თქმით, წლების წინ ჩვენება დათა ახალაიამ დაუწერა, ახლა კი რეალობას აღწერს. მელნიკოვმა ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე ისაუბრა. მან ხელი დაადო სოსო თოფურიძეს, დათა ახალაიას და გია ალანიას.

მისი თქმით, მკვლელობის გამო საზოგადოებაში გამოწვეული აგრესიის ჩასახშობად მაშინდელმა ხელისუფლებამ გეგმა შეიმუშავა. გეგმა მდგომარეობდა შემდეგში, რომ დაეკავებინათ ოთხი მაღალჩინოსანი და წაეყენებინათ ბრალი. თუმცა მელნიკოვის თქმით, იყო დაპირება, რომ ისინი მალევე გათავისუფლდებოდნენ. მელნიკოვის ინფორმაციით, ეს პირობა მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42