8 აგვისტოს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის თხოვნით, გარდაცვალების ადგილას დამატებითი ექსპერტიზა ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ ზაზა ალთუნაშვილი, მაია ნიკოლეიშვილი და მათთან ერთად შსს კრიმინალისტები.
,,თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ, ვერსიეზე კი საუბარი მიჭირს. ფაქტების გარეშე ვერავის დავდებ ბრალს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბევრი მიზეზით შეიძლება მოეკლათ ეროსი, ჩვენ შეკვეთილი მკვლელობის ვერსიასაც არ გამოვრიცხავთ“, - აცხადებს ზურა კიწმარიშვილი გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან საუბრისას“.
რაც შეეხება ვერსიას, რომ შესაძლოა მკვლელი გარდაცვლილის უკანა სავარძელზე მჯდარიყო, კიწმარიშვილის ძმა ამ ვერსიას არ გამორიცხავს.
,,იარაღის ვაზნიანი ყუთი მანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს. გამოყენებულია CZ სისტემის იარაღი. ეს ავტომატური იარაღია. ერთი გასროლის შემდეგ, შემდგომი ვაზნის მომზადება ხდება ავტომატურად. როგორც ვიცით, ასეთ მდგომარეობაში ამოიღეს იარაღი, ანუ მეორე ტყვია ,,მზად იყო“, სავარაუდოდ მკვლელი ეროსის უკან უნდა მჯდარიყო, მაგრამ არის ნიუანსები, რაზეც მუშაობაა საჭირო“, - აცხადებს ზურა კიწმარიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






