,,მე შოკირებული ვიყავი, როცა ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ შევიტყვე. ნიკა, როდესაც ემორის უნივერისტეტის სამართლის სკოლის სტუდნეტი იყო, მე მისი აკადემიური მრჩეველი და პედაგოგი ვიყავი და შესაბამისად, ძალიან კარგად გავიცანი. ნკა გვარამია ძალინ კარგი სტუდენტი იყო და სამართლის მაგისტრანტებს, რომლებიც ამ პერიოდში ამ სკოლაში ირიცხებოდნენ, დიდ მხარდაჭერას უწევდა, მე მას ვიცნობ, როგორც პატიოსან ბრწყინვალე პიროვნებას, აქედან გამომდინარე ვერ დავიჯერებ, რომ სამთავრობო სამსახურის პერიოდში მან რამე გააკეთა არასწორად და შეუფერებლად. ვიცი, რომ ნიკას ყველა პედაგოგი ემორში მისადმი ჩემს შეფასებას გაიზიარებს და შეუერთდება ჩემს მოთხოვნას, მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. იმედს გამოვთქვამ, შედეგი სწრაფი იქნება და ნიკა დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს. თუ შემიძლია, რაიმე სახით დახმარების გაწევა, გთხოვთ ყოყმანის გარეშე დამიკავშირდნენ’’- წერს პროფესორი ნათანიელ გორსანსკი, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის პროგრამების ხელმძღვანელი.
მასალის გამოყენების პირობები






