სანდრო გირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვი ყველა ეპიზოდში თავს დამნაშავედ ცნობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლოს სკანდალური ჩვენება ცოტა ხნის წინ მისცა.
მისი თქმით, წლების წინ ჩვენება დათა ახალაიამ დაუწერა, ახლა კი რეალობას აღწერს. ყოფილმა მაღალჩინოსანმა შარდენის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები გაიხსენა, თუმცა ე.წ. ოქროყანის ეპიზოდზე სასამართლო სხდომა შეწყდა.
მანამდე, მელნიკოვმა ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე ისაუბრა. მან ხელი დაადო სოსო თოფურიძეს, დათა ახალაიას და გია ალანიას.
მისი თქმით, მკვლელობის გამო საზოგადოებაში გამოწვეული აგრესიის ჩასახშობად მაშინდელმა ხელისუფლებამ გეგმა შეიმუშავა. გეგმა მდგომარეობდა შემდეგში, რომ დაეკავებინათ ოთხი მაღალჩინოსანი და წაეყენებინათ ბრალი. თუმცა მელნიკოვის თქმით, იყო დაპირება, რომ ისინი მალევე გათავისუფლდებოდნენ. როგორც ტელეკომპანია "იმედი" გადმოსცემს, მელნიკოვის ინფორმაციით, ეს პირობა მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს.
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ისხენებს, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე მას დათა ახალაიამ ჩვენება გადასცა, რომელიც სასამართლოსთვის უნდა მიეცა, სანაცვლოდ კი მას სისტემატურად თანხა ერიცხებოდა.
მელნიკოვის დაკითხვა დაკითხვა 18 აგვისტოს გაგრძელდება.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






